შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე დასაქმების მიზნით.
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: (1)ერთი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26/03/2018
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 15/04/2018
ექვემდებარება: ბიზნესის განვითარების დირექტორს
დაქვემდებარებაში ჰყავს: N/A
თანამდებობის ზოგადი მიზანია: გაყიდვების უზრუნველყოფა
ფუნქცია-მოვალეობები
გაყიდვების გეგმის შედგენა, პერიოდული განახლება და შესრულება;
არსებულ მომხმარებლებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნება;
პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობების დამყარება და მათი გაღრმავება;
კომპანიის უპირატესობების (ადგილობრივ კონკურენტებთან შედარებით) განსაზღვრა, რაც დააინტერესებს პოტენციურ კლიენტებს;
მსოფლიო ბაზარზე დარგის განვითარების ტენდენციების მუდმივი თვალყურის დევნება (ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტების შემოტანა და დანერგვა);
ორგანიზაციის პროფილის შესაბამისი ახალი პროდუქტების მოძიება, პორტფოლიოში შეტანა და მარკეტინგის სამსახურთან ერთად მისი მარკეტინგული შეფუთვა;
პოტენციური პროექტის მომგებიანობის შეფასება მართვის, მარკეტინგული და ფინანსური თვალსაზრისით;
პროექტების ბიუჯეტის განსაზღვრა-ფასების ფორმირება; ქვოტების მომზადება, როგორც სატენდერო ასევე არასატენდერო წინადადებებისთვის;
მოლაპარაკებები ტენდერის გამომცხადებელ ორგანიზაციებთან;
მონაწილეობა ხელშეკრულებების მომზადების პროცესში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება (შესაძლებელია სტუდენტის განხილვაც)
• სპეციალური სწავლება/ტრენინგი გაყიდვებში;
• მსგავს სფეროში, მათ შორის B2B სექტორში მუშაობის მინიმუმ 1-3 წლიანი გამოცდილება;
• ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
• სატელეკომუნიკაციო ან/და უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური ასპექტებში გაცნობიერება;
უპირატესობად ჩაითვლება
კვალიფიკაცია ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში
გამოცდილება ტექნოლოგიების (უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სისტემები) გაყიდვების სფეროში
უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სისტემებში (ვიდეომეთვალყურეობა, შეღწევის საწინააღმდეგო სისტემები, ხანძრის დეტექციის და ქრობის სისტემები, სატელეფონო და საკომუნიკაციო ქსელური სისტემები, დაშვების კონტროლი) სტანდარტული გადაწყვეტების მომზადების გამოცდილება
გაყიდვების საერთაშორისო სტანდარტებისა და ტექნიკის ცოდნა
სხვადასხვა სპეციალური ნორმატიული აქტების ცოდნა, რომელიც ადგენს სპეციალურ რეგულაციებს სხვადასხვა სპეციფიური გადაწყვეტების ან/და პროდუქტების რეალიზაციის მიზნით;
საჭირო უნარ-ჩვევები
- კრეატიულობა
- ბიზნესისა და მენეჯმენტის პრინციპების ცოდნა;
- ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- პროექტის მენეჯმენტისა და დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სწრაფი და მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ორგანიზაციის, კომუნკაციისა და ლიდერული უნარ-ჩვევები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- არღიცხვისა და გაანგარიშების უნარი, ფასებზე მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- დეტალებზე კონცენტრირების უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ;
- პრობლემის ფართო ხედვის უნარი, საკითხისადმი შემოქმედებითად მიდგომა, პრობლემის წინასწარ ხედვის უნარი;
- ა/მანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B)
- კომპიუტერული პროგრამების – MS Office გამართული ცოდნა
-
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: ფიქსირებული(გადაწყდება კვალიფიკაციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა
- ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო-საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია
- სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00დან 18:00 მდე;
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად;
მინიმალური ასაკი: არ არის შეზღუდული (შრომის კოდექსის შესაბამისად 16 წელი)
შეზღუდვები: კომპანია ვეზირის შიდა პოლიტიკის თანახმად, კანდიდატი არ უნდა იყოს ადამიანის უფლებების შელახვაში შემჩნეული პირი;
დასაქმებულის უფლებები:
შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას, როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ , რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@veziri.net, ველში “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მაგ: გაყიდვების მენეჯერი/Sales Manager)
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად