კომპანია ვეზირს განახლებული ISO 9001-2015 ხარისხის მართვის სერთიფიკატი მიენიჭა
Logo
მარტი / 14 / 2018

კომპანია ვეზირს განახლებული ISO 9001-2015 ხარისხის მართვის სერთიფიკატი მიენიჭა

კომპანია ვეზირის ძირითადი მიზანია მომხმარებელთა მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება, მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზების გზით.  

კომპანიაში ხარისხის მართვის სისტემა 2008 წლიდანაა დანერგილი. რომელიც სრულ შესაბამისობაშია ადგილობრივ საკანონმდებლო და საერთაშორისო ISO 9001 სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. 

ISO 9001 – ის მიზანი მენეჯმენტის სისტემის სრულყოფაა. სტანდარტი პერიოდულად,  5-8 წელში ერთხელ ახლდება და სერთიფიკატი მხოლოდ იმ ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც განახლებულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერტიფიკატი ვეზირს უკვე მესამედ მიენიჭა საერთაშორისო მასერთიფიცირებელი ორგანო TÜV SÜD-ის მიერ. 

კომპანია ახალი სტანდარტით 2020 წლის ნოემბრამდე იხელმძღვანელებს.