უახლესი სახანძრო სისტემა ქუთაისის არქივის შენობაში
აგვისტო / 24 / 2017

უახლესი სახანძრო სისტემა ქუთაისის არქივის შენობაში

13 ივლისს ქუთაისში ახალი არქივის შენობა გაიხსნა, სადაც ერთ მილიონამდე საარქივო მასალა განთავსდება. შენობა დაპროექტებული და აგებულია საგანგებოდ საარქივო საჭიროებისათვის. საცავები აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ხანძრის ავტომატური დეტექციისა და ქრობის სისტემებით, რომელიც კომპანია „ვეზირის“ მიერ განხორციელდა.

პროექტზე 6 თვიანი ინტენსიური საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელშიც „ვეზირის“ 30-მდე მაღალკვალიფიციური ინჟინერი და  ტექნიკოსი იყო ჩართული. 

არქივის სახანძრო უსაფრთხოებისთვის გერმანული კომპანია Wagner-ის ტექნოლოგიები შეირჩა.