„ვეზირი“ Genesys-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა
აგვისტო / 29 / 2017

„ვეზირი“ Genesys-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

Genesys-ი ლიდერი კომპანიაა კონტაქტ ცენტრებისა და ციფრული არხების მენეჯმენტში. ბრენდი უახლეს ტექნოლოგებს საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის აწარმოებს. 

კომპანია 1990 წელს დაარსდა. მისი სათავო ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს, წარმომადგენლობები კი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია განლაგებული.

Genesys-ი აღიარებულია ინტელექტუალური ხმის რეაგირების სისტემისა და ქოლ-ცენტრის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტებით. მისი ტექნოლოგიებით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, 10 000-ზე მეტი კომპანია სარგებლობს.  

აღსანიშანვია, რომ საქართველოში Genesys-ს ექსკლუზიურად კომპანია „ვეზირი“ წარმოადგენს.