„გალერია თბილისს“ კომპანია „ვეზირი“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურავს!
სექტემბერი / 28 / 2017

„გალერია თბილისს“ კომპანია „ვეზირი“ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურავს!

ახალი პროექტის ფარგლებში “ვეზირი“ „გალერია თბილისისთვის“ IT ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების შემდეგ სისტემებს გამართავს: ვიდეომეთვალყურეობა, დაშვების კონტროლი, შეღწევის საწინააღმდეგო სისტემები, პარკინგ კონტროლი, აუდიო გახმოვანებისა და ხმოვანი ევაკუაციის სისტემა,  ვიზიტორების დათვლისა და მათი გადაადგილების ანალიტიკა. 

პროექტი 25 ოქტომრამდე დასრულდება და მასში „ვეზირის“  70-მდე მაღალკვალიფიციური ინჟინერი და ტექნიკოსი ჩაერთვება.

„გალერია თბილისი“ მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრია, რომელიც მრავალ ხელმისაწვდომ და უნიკალურ ბრენდს აერთიანებს. ახალი ობიექტი თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.