„ვეზირს“ BP საქართველომ სპეციალური ჯილდო გადასცა!
მარტი / 06 / 2018

„ვეზირს“ BP საქართველომ სპეციალური ჯილდო გადასცა!

2017 წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის, კერძოდ სერვისების მაღალი სტანდარტებითა და უსაფრთხოდ მიწოდებისთვის, კომპანია „ვეზირს“ სპეციალური ჯილდო მიენიჭა. 

უსაფრთხოების ლიდერთა (SLT) შეხვედრები, BP საქართველოს მიერ, კვარტალში ერთხელ იმართება. შეხვედრას კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად, უსაფრთხოების მენეჯერებიც ესწრებიან. საუკეთესო პარტნიორების გამოვლენა კი წელიწადში ერთხელ ხორციელდება.

- „დიდად ვაფასებ ჩვენი პროექტებისთვის, „ვეზირის“ მიერ სერვისების უსაფრთხოების მაღალი ხარისხით მოწოდებას“ - ქრის შლუტერი, BP საქართველოს მენეჯერი.

- „ვეზირის“ უმთავრეს მიზანს დასაქმებული თანამშრომლებისა და პარტნიორებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ნებისმიერ სამუშაოს საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ვახორციელებთ. მოხარულები ვართ, რომ სისტემებისა და სერვისების უსაფრთხოდ მიწოდების საკითხში ჩვენი კომპანიისთვის ეს უკვე რიგით მეორე ჯილდოა“ - ლაშა ტაბატაძე, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი.

აღსანიშნავია, რომ „ვეზირი“ BP საქართველოსთან 2009 წლიდან თანამშრომლობს და მას როგორც ცოცხალი ძალით, ასევე უსაფრთხოების ელექტრონული სისტემებით ემსახურება.