Logo

“ვეზირი“ ტელეკომუნიკაციისა და უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს და დღემდე 200 - ზე მეტი კომპლექსური პროექტი აქვს განხორციელებული. კომპანია 50-ზე მეტი მომწოდებლის წარმომადგენელია საქართველოში, საქმიანობს ISO 9001-2015 ხარისხის მართვის სერთიფიკატის შესაბამისად და ასაქმებს 500-ზე მეტ პროფესიონალს. 

კომპანიის უპირატესობა მის კომპეტენციაშია - მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომები, საიმედო, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტები, კომპლექსური და ინტეგრირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება - გამოარჩევს კომპანიას დარგის სხვა მოთამაშეებისგან. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია თითოეულ მომხმარებელს განიხილავს როგორც უნიკალურს!

„ვეზირი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით,  რომლებიც მუდმივად გადიან  გადამზადებას დარგის წამყვან კომპანიებში. 

მისია 
პროგრესული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

ღირებულებები:
•    პროფესიული ღირსება
•    კეთილსინდისიერება
•    გუნდურობა
•    მიზანდასახულობა
•    მომავალზე ორიენტირებულობა