Logo

ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები (CCTV)

„ვეზირი“  გთავაზობთ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის, აპარატურული და პროგრამული ნაწილის, სრულ სპექტრს. საერთაშორისო პარტნიორებისა და მაღალკვალიფიციური კადრების დახმარებით, კომპანიას გააჩნია შესაძლებლობა დააპროექტოს და განახორციელოს ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის პროექტი. მოახდინოს მისი ინტეგრაცია ელექტრონული დაცვის სხვადასხვა სისტემებთან, როგორც მართვის და ანალიზის ერთიან პლატფორმაში, ასევე დამოუკიდებლად.

სტანდარტული გადაწყვეტები:

  • რეალურ დროში მონიტორინგი;
  • ინტეგრაცია ელექტრონული დაცვის სხვადასხვა სისტემებთან და ოპერირება წინასწარ შემუშავებული საერთო სცენარის მიხედვით;
  • ჩანაწერების გაკეთება.

ინტელექტუალური გადაწყვეტები:

  • სახის ამოცნობა;
  • მოძრავი ობიექტების მიდევნება;
  • მოძრავი სატრანსპორტო საშუალების ამოცნობა და იდენტიფიცირება, მწარმოებელი, მოდელი, ფერი, სანომრე ნიშანი;
  • მოძრავი ობიექტების დათვლა;
  • პერიმეტრის დაცვა ვირტუალური ღობის შექმნის სცენარით;
  • მიტოვებული საგნების დეტექცია;
  • ობიექტების ძებნა;
  • ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული სხვადასხვა ანალიტიკური ფუნქციები.