Logo

BMS (შენობის მართვის სისტემები)

შენობის ავტომატიზირებული მართვის და კონტროლის სისტემა (BMS) უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური სისტემების ცენტრალიზირებულ მართვას და კონტროლს.

მისი მეშვეობით შესაძლებელია მართვის ერთიანი პანელიდან, მაღალი ეფექტურობით და მინიმალური ადამიანური რესურსებით, გაკონტროლდეს შენობაში დამონტაჟებული გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, განათების/ელექტროობის, გენერატორების და სხვა სისტემების ფუნქციონირება და მათი სტატუსები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველჰყოფს დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანას, ენერგო ეფექტურობას და მაქსიმალურ კომფორტს.

შენობის ავტომატიზირებული მართვის და კონტროლის სისტემის (BMS) ინტეგრაცია შესაძლებელია ელექტრონული უსაფრთხოების (ვიდეო მეთვალყურეობა, ხანძრის დეტექცია და ქრობა, დაშვების კონტროლი, და სხვა.) სხვადასხვა პლატფორმებთან.

ყოველი სისტემა უნიკალურია და საჭიროებს შესაბამისი სტანდარტებით პროექტირებას.