Logo

ხანძრის დეტექცია

ხანძრის დეტექციის სისტემა წარმოადგენს ადრეული შეტყობინების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების ადრეულ ეტაპზევე გატარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს ხანძრით მიყენებული ზიანის მოცულობას.

თანამედროვე პრაქტიკაში გამოიყენება ხანძრის დეტექციის სამისამართო სისტემები, რომლის უპირატესობაც მდგომარეობს შემდეგში:

•    ყოველ კომპონენტს გააჩნია უნიკალური მისამართი, რომელიც შესაბამისად იდენტიფიცირდება მისი განთავსების ადგილთან; 
•    ამ ტიპის სისტემები მარტივად ინტეგრირდება ელექტრონული დაცვისა და გახმოვანების სხვა სისტემებთან.