Logo
დამკვეთი: BP საქართველო
ლოკაცია: საქართველო
პროექტის აღწერა:

წელი: 2011
დასავლეთის მარშრუტის მილსადენისთვის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით, ელექტრონული დაცვის სისტემის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს მილსადენის დაცვას ნებისმიერი სახით ფიზიკური ზემოქმედებისა და ნავთობის უკანონო დატაცების მცდელობისგან.
ლოკაცია: გარდაბანი - მუხრანის მონაკვეთი

 

წელი: 2010
SCADA  სისტემის პროექტირება, მონტაჟი,  პროგრამირება  და ექსპლუატაციაში გაშვება ბორჯომის ხეობაში მეორადი შემაკავებელი ნაგებობისთვის. სისტემა უზრუნველყოფს ნავთობის დაღვრის შემთხვევაში ხეობის დაცვას დაღვრილი ნავთობით გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფისგან.
ლოკაცია: ბორჯომის ხეობა

 

წელი: 2008-დღემდე
BTC/SCP/WREP მილსადენების მიწისზედა ობიექტებზე არსებული ელექტრონული უსაფრთხოების სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა. პროექტის ფარგლებში ხორციელდება აღნიშნული სისტემების მუდმივი მონიტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა მათი მდგრადობის შენარჩუნების მიზნებისთვის.
ლოკაცია: მილსადენის დერეფანი საქართველოს ტერიტორიაზე
 

დამკვეთი: სს თიბისი ბანკი
ლოკაცია: თბილისი და რეგიონები
პროექტის აღწერა:

წელი: 2004-დღემდე
Alcatel OmniPCX Enterprise-ის ავტომატური სატელეფონო სადგურის ინსტალაცია. განხორციელდა სისტემის დუბლირება ფორსმაჟორულ სიტუაციებში მისი მდგრადობის შენარჩუნების მიზნებისთვის. სისტემა ფართოვდება დღემდე, ბანკის ფილიალების და სერვის ცენტრების რაოდენობის ზრდასთან ერთად.
Alcatel-Lucent-ის ქოლ ცენტრის ინსტალაცია. ბანკში შემომავალი ზარების ცენტრალიზებული მართვა, ჩაწერა, ანალიზი. 
2016 წელს განხორციელდა ქოლ ცენტრის ინტეგრაცია CRM-ის სისტემასთან.
 

წელი: 2004-2008
ციფრული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მიწოდება, მონტაჟი ინსტალაცია. შემდგომში განხორციელდა სისტემის მოდერნიზაცია და მოხდა ბანკის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ანალოგურიდან IP ვიდეომეთვალყურეობის სისტემაზე გადაყვანა. 
სისტემის და ჩანაწერთა არქივის მართვა ხორციელდება ცენტრალიზებულად.

 

დამკვეთი: საქართველოს ეროვნული არქივი
ლოკაცია: თბილისი და ქუთაისი
პროექტის აღწერა:

წელი:  2014
საქართველოს ეროვნული არქივის საცავებსა და შენობის შიდა სივრცეებში ავტომატური ხანძრის დეტექციისა და ხანძრის ქრობის სისტემის მიწოდება, მონტაჟი და ინსტალაცია. განხორციელდა კომბინირებული ქრობის სისტემის ინსტალაცია, რაც გულისხმობს, როგორც წყლით, ასევე ინერტული გაზით ხანძრის ქრობას.

 

წელი: 2014
საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური ოფისისთვის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მიწოდება მონტაჟი და ინსტალაცია

 

წელი: 2016-2017
ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ეროვნული არქივის ახალი შენობისთვის ხანძრის ავტომატური დეტექციისა და ხანძრის ქრობის სისტემის მიწოდება, მონტაჟი და ინსტალაცია

დამკვეთი: საქართველოს ტელერადიოცენტრი
ლოკაცია: საქართველოს ყველა რეგიონი
პროექტის აღწერა:

წელი: 2014-2015
ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანისთვის სახელმწიფო მულტიპლექსის, სატელევიზიო გადამცემების და უსადენო IP ქსელის მშენებლობა, 1-ლი ფაზა რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 100-მდე საბაზო სადგურის და მიკროტალღოვანი რადიო-სარელეო ხაზის მონტაჟი და ინსტალაცია.

 

წელი: 2015-2016
ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადაყვანის ფარგლებში, ჩრდილოვანი წერტილების დაფარვის მიზნით, დამატებითი სატელევიზიო გადამცემების და უსადენო IP ქსელის მშენებლობა.

მე-2 ფაზის ფარგლებში. 100-ზე მეტ ლოკაციაზე განხორციელდა საბაზო სადგურების და მიკროტალღოვანი რადიო-სარელეო ხაზის მონტაჟი და ინსტალაცია.

დამკვეთი: თურქმენეთის ნავთობისა და გაზის სამინისტრო
ლოკაცია: თურქმენეთი, აშხაბადი
პროექტის აღწერა:

წელი: 2013
Alcatel-Lucent-ის ავტომატური სატელეფონო სადგურის მიწოდება და ინსტალაცია.  
 

დამკვეთი: თურქმენეთის გაზისა და ნავთობის ინსტიტუტი
ლოკაცია: თურქმენეთი
პროექტის აღწერა:

წელი: 2010
ავტომატური ცენტრალიზებული სატელეფონო სადგურის მიწოდება და ინსტალაცია, აბონენტების რაოდენობა 900. 
 

დამკვეთი: რეზიდორი
ლოკაცია: თბილისი და ბათუმი
პროექტის აღწერა:

წელი: 2013-დღემდე
ავტომატური სატელეფონო სადგურის ტექნიკური მხარდაჭერის სერვისის მიწოდება სასტუმროებისთვის: რადისონ ბლუ ივერია და რადისონ ბათუმი

დამკვეთი: MAF CarreFour
ლოკაცია: თბილისი
პროექტის აღწერა:

 წელი: 2011- დღემდე

ავტომატური სატელეფონო სადგურის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

 

2011

ავტომატური სატელეფონო სადგურის მიწოდება და ინსტალაცია.

დამკვეთი: ფინანსთა სამინისტრო
ლოკაცია: თბილისი
პროექტის აღწერა:

წელი: 2011
ფინანსთა სამინისტროს აკადემიისთვის ავტომატური სატელეფონო სადგურის მიწოდება და ინსტალაცია, კომპიუტერული ქსელის და უსადენო დაშვების წერტილების მოწყობა.

დამკვეთი: სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტო
ლოკაცია: ქუთაისი
პროექტის აღწერა:

წელი: 2011
ქუთაისში საქართველოს პარლამენტისთვის სატელეფონო სადგურის მიწოდება.

დამკვეთი: PricewaterhouseCoopers (PWC)
ლოკაცია: თბილისი
პროექტის აღწერა:

წელი: 2012
PricewaterhouseCoopers-ის თბილისის ოფისისთვის სატელეფონო სადგურის მიწოდება ინსტალაცია და PWC-ის გლობალურ სატელეფონო ქსელში ჩართვა.

დამკვეთი: Siemens
ლოკაცია: ახალციხე
პროექტის აღწერა:

წელი: 2012
კომპანია Siemens-ის მიერ ახალციხეში მშენებარე მაღალი ძაბვის ქვესადგურზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის და მეტეოროლოგიური სადგურის მიწოდება, ინსტალაცია.