Logo

ევაკუაცია

ევაკუაციის სერვისის ამოცანაა გაზრდილი საფრთხის დონის  და/ან საგანგებო ვითარების შემთხვევაში, დამკვეთის თანამშრომელთა ქვეყნის ტერიტორიიდან უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა,  სამშობლოში დაბრუნების მიზნით.
აღნიშნული სერვისის ფარგლებში RMC დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
•    ევაკუაციის პროცესის მართვა 
•    კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისთვის - მუდმივი  მზადყოფნა
•    სერვისის განხორციელებისთვის გამოყოფილი  პერსონალისა და ავტომანქანების მუდმივი მზაობა 
•    სერვისში ჩართული პერსონალისთვის სერვისის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურებისა და   სამუშაო ინსტრუქციების მიწოდება
•    დამკვეთის პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კონტაქტი და საჭიროების შემთხვევაში კორდინირებული მუშაობა.
•    მიმდინარე სამუშაო პროცესების, შესრულებული სამუშაოების, სასწავლო ვარჯიშების შესრულების, ავტომაქანების მზაობის,  დამკვეთის პერსონალთან საკონტროლო ზარებისა და ე.წ. Warden System-ის კონტროლი; 
•    დამკვეთთან შეთანხმებით, საქართველოს  ტერიტორიაზე  ევაკუაციის სხვადასხვა მარშუტის წინაწარ განსაზღვრა.
•    სერვისის კვალიფიციური და მაღალი ხარისხით შესრულებისათვის, კოორდინატორი უზრუნველყოფს: დეპარტამენტის ანალიტიკურ სამსახურთან, ქოლ ცენტრთან, კომპანიის  ადამიანური რესურსების განყოფილებასთან, ტრანსპორტის, გარემოს, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების  დაცვის დეპარტამენტებთან კოორდინირებულ მუშაობას.
RMC  დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახური  რეგულარულად  ახორციელებს სერვისთან დაკავშირებული პროცესებისა და რისკების შესწავლას/შეფასებას, აწვდის ინფორმაციას დამკვეთს და საჭიროების შემთხვევაში თან ურთავს რეკომენდაციებს;