Logo

რისკების პრევენცია

RMC დეპარტამენტი  უზრუნველყოფს   კორპორატიულ, კომბინირებულ რისკების პრევენციის სერვისს (რპ სერვისი)  დამკვეთის მოთხოვნის, ISO 9001 სტანდარტის, საერთაშორისო ქცევის კოდექსის ასოციაციის (ICOCA) და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 
რპ  სერვისის მიზანი მოსალოდნელი საფრთხეების პრევენცია/შემცირებაა,  როგორიცაა დასაცავი ობიექტის და პერსონალის ზიანი, საკუთრების მოპარვა/დაკარგვა, ინფორმაციის გადინება, კომპანიისა და დამკვეთის რეპუტაციის შელახვა და სხვ.
რისკების პრევენციის კვალიფიციური სერვისი მიიღწევა სხვადასხვა ტიპის უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების, ანალიტიკური სამსახურის, კომპანიის ქოლ ცენტრის, რეგიონალური უშიშროების ოფიცერებისა და რპ სერვისის ოფიცრების ერთობლივი მუშაობით,  რომელთა მოვალეობა/ვალდებულებებია:
•    დამკვეთის საკუთრებისა და პერსონალის დაცვა  მოსალოდნელი საფრთხეებისგან: ქურდობა, ქონების განზრახ დაზიანება,  ხანძარი და სხვა ტიპის კრიმინალური ქმედებები;
•    კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის დაცულობა;
•    ზრუნვა კომპანიის იმიჯზე;
•    დასაცავის ობიექტის ტერიტორიაზე: 
    უკანონო შეღწევის პრევენცია; 
    დაშვების კონტროლის მკაცრი  კონტროლი;
    პერსონალის, ვიზიტორებისა და ავტომანქანების დაშვების პროცედურის უზრუნველყოფა და  კონტროლი;
    აკრძალული ნივთების შეტანის აღკვეთა/პრევენცია;
    მატერიალური ფასეულობების მოძრაობის აღრიცხვა;
    შესული/გამოსული  პირების ზუსტი აღრიცხვა  ე.წ.  POB  მენეჯმენტისთვის.
•    არსებული პროცედურების შესაბამისად დროული, ადექვატური და კვალიფიციური რეაგირება ისეთი საგანგებო ვითარების შემთხვევაში როგორიცაა:
    ხანძარი;
    გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;
    დემონსტრაციები;
    სტიქიური უბედურება.
•    დასაცავი ობიექტის პერიმეტრის კონტროლი, ტერიტორიის  რეგულარული პატრულირება ისეთი დარღვევების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, როგორიცაა: არაავტორიზებული შეღწევა,   დამკვეთის ქონების განზარახ დაზიანება და ა.შ

RMC დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახური უზრუნველყოფს ბიზნესის ოპერირების არეალში არსებული რისკების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, მის ანალიზს,  შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას:
•    აწარმოებს მონაცემთა ბაზებს;
•    ახდენს დამკვეთთან პერიოდულ ანგარიშგებას;
•    პასუხისმგებელია სერვისების ხარისხზე;
•    უზრუნველყოფს „ქოლ ცენტრი“-სა და ESS ოპერირების ცენტრის ფუნქციონირების პროცესს;
•    უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციას;
•    შეიმუშავებს რისკების მართვისა და კონტროლის მექანიზმებს, პასუხისმგებელია მათ დანერგვასა და განვითარებაზე;
•    უზრუნველყოფს სამუშაო პროცედურების შემუშავებისა და დანერგვის პროცესს.

RMC  დეპარტამენტის  24/7  ქოლ ცენტრი

24/7  საკომუნიკაციო ცენტრი, სადაც ონლაინ მონაცემთა  ბაზაში  ხდება მიმდინარე სერვისების ოპერირების არეალებიდან მოწოდებული  ინფორმაციის რეგისტრირება.   „ქოლ ცენტრის ოპერატორები მოქმედებენ არსებული პროცედურების შესაბამისად. 
წვდომა  მონაცემთა ბაზებთან აქვთ მხოლოდ  დეპარტამენტის ავტორიზებულ პირებს. 

ESS  - უსაფრთხოების ელექტრონული  სისტემების ოპერირების ცენტრი 

ESS ოპერირების ცენტრი, რეგულარულად უზრუნველყოფს  დამკვეთის აქტივების უწყვეტ კონტროლს/მონიტორინგს დაცვის ელექტრონული სისტემების საშუალებით და ახდენს ანგარიშგებას დამკვეთთან და დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურებთან, არსებული ინსტრუქციის შესაბამისად.

კომპანია „ვეზირი“ 2009 წლიდან აღნიშნულ სერვისებს ახორციელებს  BP  საქართველოსთვის,  ხოლო 2014 წლიდან   BP საქათველოს კონტრაქტორი კომპანიებისთვის: BEJV, SAJV, IDC, AZFEN   (BTC/SCPX  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების  პროექტის ფარგლებში).