თითოეულ ორგანიზაციაში ყოველდღიურად დიდი მოცულობის ინფორმაცია გროვდება და ინახება, რაც მონაცემთა ბაზების, ინფორმაციის არქივაციისა და მისი დაცულობის მიმართ მოთხოვნას ზრდის, ამიტომ, ორგანიზაციის განვითარებასთან ერთად, იზრდება და იხვეწება მისი IT ინფრასტრუქტურაც.  მნიშვნელოვანია, აუდიო თუ ვიდეო ინფორმაციის და სხვა მონაცემთა შენახვა-არქივაციის სისტემების გამართულობა, როგორც ფუნქციონალური, ასევე გეოგრაფიული დუბლირებით, ჩნდება დამატებითი უსაფრთხოებისა და კონტროლის საჭიროება. თანამედროვე სასერვერო ინფსრასტრუქტურა, ჭრის ყველა ამ ამოცანას და შესაძლებელს ხდის მონაცემებთან შეუფერხებელ, დაცულ წვდომას.

  • მონაცემთა დამუშავების ცენტრის ინფრასტრუქტურა

მონაცემთა დამუშავების ცენტრის ინფრასტრუქტურა აღჭურვილია ხანძარსაწინაარმდეგო სისტემებით, კონდიცირების და სტრუქტურული საკაბელო სისტემებით, სატელეკომუნიკაციო დამიწების სისტემით, რომელიც პასუხობს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს და მომწოდებლების მოთხოვნებს, მონიტორინგის ცენტრალიზებული სისტემა განაპირობებს ცენტრის უსაფრთხოებას და გამართულ მუშაობას შეფერხების გარეშე. მონაცემთა დამუშავების ცენტრში დაცული უნდა იყოს, როგორც კლიმატური პირობები, ისე მისი განთავსებისთვის დადგენილი სპეციალური წესები და უწყვეტი კვება. ყოველივე ეს გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ დატაცენტრში IT სისტემების გამართულობასთან დაკავშირებული რისკები.

  • სერვერები და სთორიჯები

მონაცემთა შენახვის სისტემა შედგება სერვერებისგან, მონაცემთა შენახვის აპარატურისგან (დისკური მასივები და ლენტური ბიბლიოთეკები), მათი დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურისგან, სარეზერვო კოპირებისა და არქივაციის სისტემისგან, მონაცემთა შენახვის მართვის პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის სისტემისგან. აუცილებელია, ყველა ეს მოწყობილობა იყოს მაღალი საიმედოობის და მათი ინსტალაცია მოხდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი და  სერტიფიცირებული ინჟინრების მიერ.

  • ვირტუალიზაცია 

ვირტუალური გამოყოფილი სერვერი მასშტაბური პროექტებისა და არასტანდარტული ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება. სისტემის  უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული და მის მოთხოვნებთან ადაპტირებადია. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ფიზიკურად ერთი დიდი სერვერის რესურსები დაიყოს იზოლირებულ კონტეინერებად – ვირტუალურ სერვერებად, სადაც თითოეულ ვირტუალურ სერვერზე შეიძლება შესაბამისი მოთხოვნილი რესურსის გამოყოფა/ლიმიტირება. კონტეინერებად დაყოფა შესაძლებლობას გვაძლევს, ვირტუალურმა სერვერებმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იმუშაონ და იქონიონ დამოუკიდებელი ფაილური და ოპერაციული სისტემა, დამოუკიდებელი ოპერატიული მეხსიერება, მოწყობილობები და ინტერფეისები. ვირტუალიზაცია აადვილებს მონაცემების რეზერვირება/დუბლირებას. მართვის თვალსაზრისით ვირტუალური სერვერი ფიზიკურისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. მომხმარებელს შეუძლია, თავის სერვერზე  გაუშვას და შეაჩეროს რომელიმე სერვისი, დაუშვას ნებისმიერი შეცდომა, განაახლოს პროგრამული უზრუნველყოფა, ისე, რომ ეს არ აისახოს ამავე ფიზიკურ სერვერზე არსებული სხვა ვირტუალური სერვერების მუშაობაზე. სპეციალურად ხდება მახსოვრობის, პროცესორული დროისა და დისკური სივრცის შეზღუდვა, რათა ვირტუალურმა სერვერმა ვერ შეძლოს სრული რესურსის გამოყენება და ამით სხვა ვირტუალური სერვერების მუშაობითვის ხელის შეშლა.

  • ჰიპერკონვერგენცია

ჰიპერკონვერგენცია რამდენიმე განსხვავებული კომპონენტის გაერთიანებას გულისხმობს მაქსიმალური ინტეგრაციით, კერძოდ, ის შენახვას, გამოთვლას და ქსელს ერთ სისტემაში აქცევს. ინფრასტრუქტურის მრავალი კომპონენტის მქონე  IT გადაწყვეტილებების პაკეტი შესაძლებელს ხდის ყველაზე რთული ამოცანების შესრულებას მინიმალურ დროში. ჰიპერკონვერგედირებული ინფრასტრუქტურის მიზანია მონაცემთა ცენტრის მართვის გამარტივება. ის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტრანზაქციების სატრანსპორტო სისტემებად გადაკეთების ნაცვლად, აპლიკაციებსა და მათ მასპინძელ სერვერებს ერთად მართავს, საერთო პლატფორმის გამოყენებით. გამოთვლითი მოცულობა, ფაილების შენახვა, მეხსიერება და ქსელთან დაკავშირება ხდება ერთად, თუმცა, იმართება ინდივიდუალურად, როგორც კომუნალური პროგრამები. სამუშაო დატვირთვები განიხილება, როგორც მომხმარებლები, რომელთა საჭიროებებიც უნდა დაკმაყოფილდეს, მაშინაც კი, თუ ამის შესასრულებლად აპარატურის ამოღება და გამორთვაა საჭირო.