ოთახების მართვის სისტემა თანამედროვე სასტუმროების და სხვა მრავალფუნქციური შენობების განუყოფელი ნაწილია, რადგან შესაძლებელს ხდის, ცენტრალიზებულად, ღილაკების ან სენსორული ეკრანის საშუალებით  იმართოს ოთახებში განათების, გათბობა-გაგრილების, ფარდების, ტელევიზორის, მუსიკალური სისტემის, რადიოსა თუ სხვა ფუნქციების კონტროლი. სისტემის დახმარებით, ეფექტურად კონტროლდება ენერგო მოხმარება, სწრაფად ვლინდება ესა თუ ის ტექნიკური საჭიროება და რეაგირებაც დროულია, იზრდება მომხმარებლის კომფორტი, ავტომატიზებულად იმართება რეჟიმები, როგორც ერთიანად, ისე თითოეულ ოთახში ინდივიდუალურად. ოთახების მართვის სისტემა შესაძლებელია, ინტეგრირებული იყოს მთლიანად შენობის მართვის სისტემასთან.

პარტნიორი ბრენდები:

Honeywell / Inncom, Salto Systems, Enkoa;