ხანძრები ბოლო დროს უსაფრთხოების სფეროს მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მათ შედეგად მიღებული მძიმე გამოცდილების ფონზე განსაკუთრებით იმატებს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამართულობაზე მოთხოვნა, მით უმეტეს, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა უკვე საკანონმდებლო ვალდებულებაა.

ჩვენ გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს, როგორიცაა, ხანძრის ავტომატური დეტექცია, ხმოვანი შეტყობინება და ევაკუაცია, ხანძრის ავტომატური ქრობა, ასევე ამ სისტემათა ინტეგრირებულ მოდელს, რომელიც კონკრეტული დაწესებულების უნიკალურ მოთხოვნებს პასუხობს. სისტემათა ინტეგრირების დროს რამდენიმე სისტემის ფუნქციები ერთად იყრის თავს და შესაძლებელი ხდება მისი ცენტრალიზებულად მართვა, ეფექტური მონიტორინგი, რისკების და საფრთხეების სწრაფი იდენტიფიცირება, ინციდენტის მიზეზის დროული დადგენა და რეაგირება, იზოგება რესურსები, შესაძლებელია, რეალურ დროში დაკვირვება ტელეფონით ან კომპიუტერული მოწყობილობით, ანგარიშგებაც საერთოა და უფრო სრულყოფილია.

კომპანია ვეზირის მიერ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებში შეთავაზებულ უახლეს მიდგომებსა და ინტეგრირებულ გადაწყვეტებს შორის ხანძრის ავტომატური დეტექციის სისტემა მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა. ხანძრის გაჩენისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომენტალური რეაგირება, რაც ხანძრით მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად ამცირებს. სისტემის მთავარი ფუნქციაა, ხანძრის წყაროს მყისიერი აღმოჩენა და შეტყობინება პოტენციური ან რეალური ხანძრის საფრთხის შესახებ, რაც ხორციელდება სახანძრო განგაშის ე.წ სამისამართო სიგნალის გამოყენებით. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ვმართოთ სიგნალის გადაცემის მისამართი (მობილური ტელეფონი, სპეციალური მოწყობილობა თუ პულტი), ასევე სისტემა ინტეგრირებდია დაცვით სიგნალიზაციასთან.

პარტნიორი ბრენდები:

Honeywell, UTC Fire & Security, LST.

ხმოვანი შეტყობინების და ევაკუაციის სისტემა გულისხმობს სახანძრო სისტემის მოწყობილობებს, რომლებიც საგანგაშო სიტუაციის (კვამლი, ხანძარი) აღმოჩენისთანავე აუდიო ან ვიდეო შეტყობინების გზით ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანებს აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ამიტომ, იგი განსაკუთრებით აქტუალურია მასშტაბური და მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობებისთვის.

ხანძართან ბრძოლის დროს თანაბრად მნიშვნელოვანია, სისტემამ შეძლოს ცეცხლის აღმოჩენა, განგაშის აქტივაცია და სიგნალიზაციის ამუშავება. განგაში აქტიურდება ავტომატურად კვამლის და სითბოს დეტექტორებით, ან მექანიკურად საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერით. სიგნალი, შესაძლოა, გამოიცეს ზარის, კედელის დინამიკის, საყვირის ან ე.წ. სპიკერის მეშვეობით, რომელიც განგაშის სიგნალის შემდეგ ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებს და მითითებებს აძლევს შენობის შიგნით მყოფ ხალხს. შეტყობინება შეიძლება გადაიცეს როგორც მთლიან სივრცეში, ისე ცალკეულ ზონებში.

ხმოვანი ევაკუაცია სხვა აუდიო სისტემების კარგი ალტერნატივაა, რადგან განგაშის სიგნალისგან განსხვავებით, ხმოვანი ინსტრუქტაჟი ნაკლებ პანიკას იწვევს და მობილიზებულად მოქმედების შესაძლებლობას იძლევა. ელექტრონული მოწყობილობების ეპოქაში ჩვეულებრივი სიგნალი შესაძლოა, არ იყოს ისეთი აღქმადი, როგორც კონკრეტული ხმოვანი მოწოდება. თუმცა, ასევე შესაძლებელია, განგაშის სიგნალის და ხმოვანი შეტყობინების ინტეგრაციაც, მეტი ეფექტურობისთვის, ასევე მათი ინტეგრაცია ხანძრის დეტექციის სისტემასთანაც.

პარტნიორი ბრენდები:

Honeywell, TOA, Bosch, JBL.

ხანძრის დეტექცია ყოველთვის საკმარისი დაცვა არ არის და საჭიროა ქრობის სიტემის მყისიერი გააქტიურება. სისტემა გამოიყენება შენობის სხვადასხვა სივრცის და მასში არსებული მატერიალური და არამატერიალური აქტივების ხანძრის ზემოქმედებისგან დასაცავად.  თუმცა, გარკვეულ შენობებში, ხანძრის ქრობის შედეგადაც შეიძლება განადგურდეს ქონება, თუ სათანადო სისტემას არ გამოვიყენებთ. მაგალითად, წყლის ჭავლით ან ფხვნილით ქრობამ შეიძლება გაანადგუროს წიგნები ბიბლიოთეკაში, საარქივო დოკუმენტები არქივებში, ელექტრო მოწყობილობები, სერვერები, საცავები და ა.შ. ამიტომ, ასეთი ობიექტების სივრცის და რისკების შეფასების შემდეგ, ხდება შესაბამისი ქრობის სისტემის და აგენტის შერჩევა.

ამ მხრივ ყველაზე ფართო გამოყენების სისტემა არის გაზით ქრობა. მისი პირველადი მიზანია ხანძრის გავრცელების შეჩერება საწყის ეტაპზე. სისტემა შედგება კვამლის აღმომჩენი სენსორებისგან, ხანძრის ნაადრევი აღმოჩენის სისტემისგან და სპეციალური ცეცხლმაქრი აირით შევსებული ცილინდრისგან. დაკვამლიანების აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება განგაშის მაშუქი და ხმოვანი სიგნალები, ხოლო დაკვამლიანების უფრო მაღალი დონის მიღწევისას ხდება ცილინდრიდან ცეცხლმაქრი აგენტის გაფრქვევა. ხანძრის აღმოჩენა და ქრობა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ადამიანის ჩარევის გარეშე, ამასთან, შესაძლებელია ქრობის ხელით გააქტიურება ან პირიქით შეჩერება. ხანძარმქრობი აგენტი გათვლილია ოთახის მოცულობაზე. მთლიანი ოთახის და მასში დამონტაჟებული სახანძრო სისტემის მოწყობილობების მონიტორინგი და კონფიგურაცია ერთი პანელიდან ხდება, რომელიც ქსელურად იმართება. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ხანძრის ჩამქრობი გაზი და ცილინდრები იყოს სერთიფიცირებული, არ იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე  და არ იწვევდეს ელექტრონული აპარატურის მწყობრიდან გამოყვანას ან დაზიანებას.

პარტნიორი ბრენდები:

Kidde, Wagner, Rotarex. 

განხორციელებული პროექტები