წელი: 2021

დამკვეთი: მ2

პროექტის აღწერა:

განხორციელებული პროექტი მოიცავს სასტუმრო Encore Ramada-სთვის უსაფრთხოების სიტემების, კერძოდ, Uniview-ს ბრენდის ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის, ასევე Salto-ს სასტუმროს ოთახების კარის ელექტრონული საკეტების და მობილური გასაღებების მიწოდებას და დანერგვას.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემა ადაპტირებულია შენობის სპეციფიკაციებთან. მისი მიზანია სასტუმროს ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის პრევენცია, ინფორმაციის მიღება და ტერიტორიის ზოგადი ანალიზი. ვიდეოსისტემის მეშვეობით სასტუმროში არსებული უსაფრთხოების სხვა სისტემების გამართული მუშაობის შემოწმებაც და ცრუ განგაშის გამორიცხვაც არის შესაძლებელი დისტანციურად.

სასტუმროს კარის ელექტრონული საკეტების სისტემა მოიცავს კარის საკეტებს, კოდირების მოწყობილობას გამღები ბარათისთვის, ბარათ-გასაღებს და სისტემის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას.