ქოლ ცენტრი ინოვაციური ფუნქციებით აღჭურვილი სატელეფონო სისტემაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მართოთ შემომავალი ზარების ნაკადი. ზარების განაწილების მოსახერხებელი ალგორითმები ამაღლებს ოპერატორთა მუშაობის ეფექტურობას და მინიმუმამდე დაჰყავს დაკარგული ზარების რაოდენობა, მეტ მომხმარებელს ემსახურებით ნაკლებ დროში. სისტემას აქვს საუბრების ჩაწერის ფუნქცია და ჩანაწერების ძიების მოქნილი მექანიზმი, რომელიც აუმჯობესებს სატელეფონო მომსახურების ხარისხს და ამარტივებს სადავო საკითხების გადაჭრას.  შემომავალი ზარების ოპერატორებთან გადამისამართების მრავალფეროვან ალგორითმებს მინიმუმამდე დაჰყავს სატელეფონო ზარებზე პასუხის დრო და ამცირებს მომხმარებელთა ლოდინის ხანგრძლივობას.

ქოლ და კონტქტ ცენტრი – ორივე მომხმარებელთა მომსახურების ინსტრუმენტია და ორივე სატელეფონო არხებს იყენებს. კონტაქტ ცენტრი ქოლ ცენტრის ახალი და თანამედროვე ვერსიაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია დისტანციური მომსახურების უფრო ფართო პაკეტის შეთავაზება მომხმარებლებითვის, რადგან ის საკომუნიკაციო არხების მთელი ერთობლიობაა, რომელიც გარდა ხმისა, საკომუნიკაციო საშუალებად ელექტრონულ ფოსტას, ვებ-ჩატს, სოციალური მედიას, ფაქსს და ვებ გვერდის პირდაპირ ინტერფეისს იყენებს.

თანამედროვე სისტემების ფუნქციების გამოყენებით, შესაძლებელია ზარების რიგის მართვა, მომხარებელთან წინა დღეს ერთი არხით (მაგ.: ელ ფოსტით) დაწყებული ურთიერთობის სხვა დღეს, სხვა არხით (მაგ. ჩატით) გაგრძელება, ისე, რომ შინაარსი არ დაიკარგოს და თავიდან არ გახდეს საჭირო მომხმარებლის პრობლემის აღწერა ან მოთხოვნის ჩამოყალიბება. მოქნილად ხდება ზარების გაფართოებული გადანაწილება, ასევე, ინტერაქციული ხმოვანი რეაგირების ფუნქციის დახმარებით, იმ მომხმარებელს, რომელიც პირველად რეკავს, სისტემა ყველაზე კომპეტენტურ ოპერატორთან ამისამართებს, შესაძლებელია რეალურ დროში ოპერატორთა  წვდომის ცვლილება, გუნდური მომსახურება და სხვა.

პარტნიორი ბრენდები:

Genesys, Altitude;