ხანძრის დეტექციის სისტემა წარმოადგენს ადრეული შეტყობინების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებების ადრეულ ეტაპზევე გატარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს ხანძრით მიყენებული ზიანის მოცულობას.

თითოეულ ორგანიზაციაში ყოველდღიურად დიდი მოცულობის ინფორმაცია გროვდება და ინახება, რაც მონაცემთა ბაზების, ინფორმაციის არქივაციისა და მისი დაცულობის მიმართ მოთხოვნას ზრდის, ამიტომ, ორგანიზაციის განვითარებასთან ერთად, იზრდება და იხვეწება მისი IT ინფრასტრუქტურაც.  მნიშვნელოვანია, აუდიო თუ ვიდეო ინფორმაციის და სხვა მონაცემთა შენახვა-არქივაციის სისტემების გამართულობა, როგორც ფუნქციონალური, ასევე გეოგრაფიული დუბლირებით, ჩნდება დამატებითი უსაფრთხოებისა და კონტროლის საჭიროება. თანამედროვე სასერვერო ინფსრასტრუქტურა, ჭრის ყველა ამ ამოცანას და შესაძლებელს ხდის მონაცემებთან შეუფერხებელ, დაცულ წვდომას.

  • მონაცემთა დამუშავების ცენტრის ინფრასტრუქტურა

მონაცემთა დამუშავების ცენტრის ინფრასტრუქტურა აღჭურვილია ხანძარსაწინაარმდეგო სისტემებით, კონდიცირების და სტრუქტურული საკაბელო სისტემებით, სატელეკომუნიკაციო დამიწების სისტემით, რომელიც პასუხობს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს და მომწოდებლების მოთხოვნებს, მონიტორინგის ცენტრალიზებული სისტემა განაპირობებს ცენტრის უსაფრთხოებას და გამართულ მუშაობას შეფერხების გარეშე. მონაცემთა დამუშავების ცენტრში დაცული უნდა იყოს, როგორც კლიმატური პირობები, ისე მისი განთავსებისთვის დადგენილი სპეციალური წესები და უწყვეტი კვება. ყოველივე ეს გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ დატაცენტრში IT სისტემების გამართულობასთან დაკავშირებული რისკები.

  • სერვერები და სთორიჯები

მონაცემთა შენახვის სისტემა შედგება სერვერებისგან, მონაცემთა შენახვის აპარატურისგან (დისკური მასივები და ლენტური ბიბლიოთეკები), მათი დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურისგან, სარეზერვო კოპირებისა და არქივაციის სისტემისგან, მონაცემთა შენახვის მართვის პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის სისტემისგან. აუცილებელია, ყველა ეს მოწყობილობა იყოს მაღალი საიმედოობის და მათი ინსტალაცია მოხდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, გამოცდილი და  სერტიფიცირებული ინჟინრების მიერ.

  • ვირტუალიზაცია 

ვირტუალური გამოყოფილი სერვერი მასშტაბური პროექტებისა და არასტანდარტული ამოცანების შესასრულებლად გამოიყენება. სისტემის  უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული და მის მოთხოვნებთან ადაპტირებადია. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, ფიზიკურად ერთი დიდი სერვერის რესურსები დაიყოს იზოლირებულ კონტეინერებად – ვირტუალურ სერვერებად, სადაც თითოეულ ვირტუალურ სერვერზე შეიძლება შესაბამისი მოთხოვნილი რესურსის გამოყოფა/ლიმიტირება. კონტეინერებად დაყოფა შესაძლებლობას გვაძლევს, ვირტუალურმა სერვერებმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად იმუშაონ და იქონიონ დამოუკიდებელი ფაილური და ოპერაციული სისტემა, დამოუკიდებელი ოპერატიული მეხსიერება, მოწყობილობები და ინტერფეისები. ვირტუალიზაცია აადვილებს მონაცემების რეზერვირება/დუბლირებას. მართვის თვალსაზრისით ვირტუალური სერვერი ფიზიკურისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. მომხმარებელს შეუძლია, თავის სერვერზე  გაუშვას და შეაჩეროს რომელიმე სერვისი, დაუშვას ნებისმიერი შეცდომა, განაახლოს პროგრამული უზრუნველყოფა, ისე, რომ ეს არ აისახოს ამავე ფიზიკურ სერვერზე არსებული სხვა ვირტუალური სერვერების მუშაობაზე. სპეციალურად ხდება მახსოვრობის, პროცესორული დროისა და დისკური სივრცის შეზღუდვა, რათა ვირტუალურმა სერვერმა ვერ შეძლოს სრული რესურსის გამოყენება და ამით სხვა ვირტუალური სერვერების მუშაობითვის ხელის შეშლა.

  • ჰიპერკონვერგენცია

ჰიპერკონვერგენცია რამდენიმე განსხვავებული კომპონენტის გაერთიანებას გულისხმობს მაქსიმალური ინტეგრაციით, კერძოდ, ის შენახვას, გამოთვლას და ქსელს ერთ სისტემაში აქცევს. ინფრასტრუქტურის მრავალი კომპონენტის მქონე  IT გადაწყვეტილებების პაკეტი შესაძლებელს ხდის ყველაზე რთული ამოცანების შესრულებას მინიმალურ დროში. ჰიპერკონვერგედირებული ინფრასტრუქტურის მიზანია მონაცემთა ცენტრის მართვის გამარტივება. ის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტრანზაქციების სატრანსპორტო სისტემებად გადაკეთების ნაცვლად, აპლიკაციებსა და მათ მასპინძელ სერვერებს ერთად მართავს, საერთო პლატფორმის გამოყენებით. გამოთვლითი მოცულობა, ფაილების შენახვა, მეხსიერება და ქსელთან დაკავშირება ხდება ერთად, თუმცა, იმართება ინდივიდუალურად, როგორც კომუნალური პროგრამები. სამუშაო დატვირთვები განიხილება, როგორც მომხმარებლები, რომელთა საჭიროებებიც უნდა დაკმაყოფილდეს, მაშინაც კი, თუ ამის შესასრულებლად აპარატურის ამოღება და გამორთვაა საჭირო.

  • პრეცეზიული გაგრილება Save

სასერვერო ოთახის განთავსების ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ მოთხოვნებს რადგან, მის ინფრასტრუქტურას უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნები აქვს. სასერვეროს პრეცეზიული გაგრილების სისტემა IT მოწყობილობებს იცავს გადახურებისაგან. გაგრილება ხორციელდება სპეციალური კონდიცირების სისტემებით, გამოიყენება ცივი და თბილი ნაკადების განცალკევება, შესაძლებელია შიდა ვენტილატორების და კომპრესორის პროპორციული რეგულირება. კონდინციონერები აღჭურვილია ტენიანობის განმსაზღვრელი სენსორით, რათა სასერვეროში შენარჩუნდეს ტემპერატურისა და ტენიანობის სასურველი დონე.

  • უწყვეტი კვების სისტემა

სარეზერვო კვების სისტემა განაპირობებს სერვერის შეუფერხებელ მუშაობას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პირობებშიც. სასერვერო ოთახის ელექტრომომარაგება ხორციელდება უწყვეტი კვების წყაროს გამოყენებით და ელექტროგანაწილების სისტემით. კვების უწყვეტობას განაპირობებს დუბლირებული UPS-ები და გენერატორები. თითოეულ სასერვერო დანადგარში ხდება ორი ინდივიდუალური კვების წყაროს მიყვანა, რაც განაპირობებს აპარატურის შეუფერხებელ მუშაობას.  სასერვერო კარადები დაცულია წყლის და ცეცხლის ზემოქმედებისგან, ასევე –  არასანქცირებული შეღწევისაგან.

  • აწეული იატაკი

ყველა საჭირო უსაფრთხოების სისტემასთან ერთად, სასერვერო ოთახი უზრუნველოფილია სასერვერო აპარატურის კარადებით, ხოლო ენერგოეფექტურობის ამაღლებისა და ინფრასტრუქტურის მარტივად მოწყობის მიზნით, ელექტროგანყვანილობებსა და სხვა კომუნიკაციებს ხშირად ათავსებენ ცეცხლგამძლე აწეული იატაკის ქვეშ. სასერვეროს იატაკი კონსტრუქციულად შედგება წონის გამანაწილებელი მეტალის ჩარჩოსგან და იატაკის ზედაპირისგან. ამ მეთოდის გამოყენებისას აწეული იატაკის ქვეშ არსებული ჰაერის ნაკადი დანახარჯებს ზოგავს, მექანიკურ და ელექტრო გაყვანილობას მალავს და მასთან წვდომას ამარტივებს, კომუნიკაციების დამატება ან შეცვლაც აღარ საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს და ოთახში რჩება მეტი თავისუფალი სივრცე.

  • სასერვეროს ხანძარქრობა და მონიტორინგი

სასერვერო დაცულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. ხანძრის დეტექცია ხდება შემწოვი სახანძრო სისტემით, ხოლო ავტომატური გაზით ქრობის სისტემები სრულად მორგებულია სასერვერო სივრცის თავისებურებებთან. ყოველივე ეს ხორციელდება ადამიანის ჩარევის გარეშე, თუმცა შესაძლებელია ქრობის ხელით გაშვებაც. ქრობისთვის გამოყენებული გაზი ელექტროგაუმტარია, არ ტოვებს მტვრის ნაწილაკებს, მისი გამოყენების შემდეგ არ ზიანდება აპარატურა, ასევე, ის გამოირჩევა დაბალი ტოქსიკურობით. ქრობის აგენტი გათვლილია ოთახის მოცულობაზე.

სასერვერო სივრცის უსაფრთხოება დაცულია უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით, რაც გულისხმობს კლიმატის და შეღწევადობის კონტროლს, დაშვების სისტემას და 24/7-ზე ვიდეო მეთვალყურეობას. ცენტრალური მონიტორინგის ფუნქცია გულისხმობს ინტეგრირებულ სისტემას, რომლის საშუალებითაც მოხდება მისი ყველა სამუშაო პარამეტრის მონიტორინგი, ასევე თვითდიაგნოსტიკა და რაიმე გაუმართაობის დაფიქსირების შემთხვევაში, შეტყობინება.

ჩვენი მომსახურება მოიცავს კორპორატიული WIFI ქსელის რადიო დაგეგმარებას, კლიენტის ზუსტი მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კორპორატიული ქსელის LAN/WAN ლოგიკური დიზაინის შექმნას და მის განხორცილებას, კორპორატიული ქსელის პასიური ინფრასტრუქტურის დაგეგმარებას, ქსელური უსაფრთხოების სისტემების (VPN, Firewall) შერჩევას და იმპლემენტაციას. აუცილებელია, დაგეგმილი ინფრასტრუქტურის ინსტალაცია მოხდეს შესაბამისი მოწინავე სტანდარტების მიხედვით.

  • Software defined networks (SDN solutions)

ტექნოლოგია არის მიდგომა ქსელის მენეჯმენტისადმი, რომელიც ქსელის დინამიური, პროგრამულად ეფექტური კონფიგურაციის საშუალებას იძლევა და ქსელის მუშაობასა და მის მონიტორინგს აუმჯობესებს.

  • Network Infrastructure Management Systems

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, მართოს ინფორმაცია, რომელიც ხვდება მის ქსელებში. ქსელის ინფრასტრუქტურის მართვის სისტემა ეხმარბა ქსელის მენეჯერებს IT შესაძლებლობების გაუმჯობესებაში ქსელური ინფრასტრუქტურის ცენტრალიზებული მართვის გზით. ქსელური ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი მოიცავს ქსელის არქიტექტურის მენეჯმენტს, დიზაინს, ინჟინერიას, ინსტალაციას და ოპერაციებს, ქსელის უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას, ცვლილებებისა და კონფიგურაციის მართვას.

ძირითადი ბრენდები: Aruba, Cisco, Alcatel-Lucent, FortiGate, Nokia, SolarWinds

სტრუქტურირებული საკაბელო სისტემები შენობებისთვის ან შენობათა კომპლექსებსთვის განკუთვნილი უნივერსალური და ოპტიმალურად ორგანიზებული საკაბელო ინფრასტრუქტურების ერთობლიობაა. მისი გამოყენებით ხორციელდება კომპიუტერული, სატელეფონო, უსაფრთხოების და სახანძრო სისტემების დაკაბელება. სტრუქტურული საკაბელო სისტემა ფარავს მთლიან შენობას და უზრუნველყოფს საინსტალაციო ხარჯების შემცირებას. შენობის ექსპლატაციაში მიღების შემდეგ, მარტივია პასიური ინფრასტრუქტურის დაკაბელების დამატებით განხორციელება. ერთიანი საკაბელო სისტემა მოიცავს ქვესისტემებს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება სპეციალური მაგისტრალებით და თავს იყრის ერთ საკომუტაციო ცენტრში. სისტემა ხანგრძლივად გამოყენებადია, რაც მასში ჩადებულ ხარჯებს სრულად ამართლებს. სტრუქტურირებულ საკაბელო სისტემებთან დაკავშირებული გადაწყვეტები ხორციელდება TIA, EIA და ISO სტანდარტების მიხედვით.

მომსახურება მოიცავს პროვაიდერისათვის ქსელური ინფრასტრუქტურის აპარატურებს და სისტემებს (DWDM, Microware Links, IP/MPLS, GPON) იმის მიხედვით, თუ რა ფუნქციური დატვირთვა აქვს თითოეულს.

  • DWDM

სისტემა გამოიყენება ძირითადად მაგისტრალურ ოპტიკურ კაბელებზე. სიჩქარის გამტარიანობის გასაზრდელად. ეს ტექნოლოგია სხვადასხვა წყაროდან აერთიანებს მონაცემთა სიგნალებს ერთი საერთო ოპტიკურ-ბოჭკოს გამოყენებით, ისე, რომ მონაცემთა ნაკადები სრულად გამიჯნული რჩება. თითოეული სიგნალი ხორციელდება ცალკეულ სინათლის ტალღაზე. DWDM საშუალებით უამრავი მონაცემი ერთი ქსელური ბმულის გავლით მოძრაობს, ისე რომ ერთმანეთში არ ირევა, მათი მთლიანობა ნარჩუნდება. თავისი მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამო, ეს სისტემა განსაკუთრებით პოპულარულია სატელეკომუნიკაციო და საკაბელო კომპანიებში, მონაცემთა ცენტრებში.

  • Microware

გამოიყენება როგორც პროვაიდერებში ასევე ისეთ კომპანიებში, რომლებსაც სჭირდება უკაბელო, მაღალსიჩქარიანი საიმედო კავშირი. ხშირად გამოიყენება ოპტიკური კავშირის რეზერვადაც.

  • IP/MPLS

ეს არის მარშრუტიზაციის ტექნოლოგია სატელეკომუნიკაციო ქსელებში, რომლებსაც მონაცემები უმოკლესი გზით მიჰყავს ერთი კვანძიდან მეორეში. იგი ადგენს სხვადასხვა ქსელურ პროტოკოლს და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფართო სპექტრის ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ეს სისტემა ხშირად გამოიყენება დიდ ორგანიზაციებში, რომლებსაც თავიანთი ოპტიკური ინფრასტრუქტურა აქვთ და საჭიროა სხვადასხვა IT სერვისის SLA-ით მიწოდება. თუმცა, უფრო ხშირად გამოიყეენბა პროვაიდერებში. IP/MPLS სისტემის მთავარი ფუნქციაა, სარეზერვო კავშირზე შეუმჩნეველი გადართვა.

  • GPON

ეს არის ერთი წერტილიდან მრავალ წერტილზე წვდომის ქსელი. მისი მთავარი მახასიათებელია პასიური გამყოფების გამოყენება ერთი კვების ბოჭკოვანი განაწილების ქსელში, რაც საშუალებას აძლევს პროვაიდერს ემსახუროს მრავალ ობიექტს. გარდა  პროვაიდერებისა, ეს ტექნოლოგია გამოიყენება დიდ სასტუმროებში.სტანდარტულ Ethernet-თან შედარებით, GPON ნაკლებ მომსახურებას საჭიროებს, აქტიური მოწყობილობები მხოლოდ პროვაიდერთან და კლიენტთან არის განთავსებული, ხოლო მათ შორის პასიური გამანაწილებლებია.

ინფორმაციული უსაფრთხოება მოიცავს უსაფრთხოების ანალიზს, ქსელის, მონაცემებისა და აპლიკაციების უსაფრთხოებას, იდენტიფიცირებისა და წვდომის მართვას, ასევე უსაფრთხოების სტანდარტებთან შებსაბამისობის შემოწმებას და შეღწევადობის ტესტირებას (Rapid 7), კორპორატიული ქსელის პერიმეტრის უსაფრთხოებას, კონფიდენციალურ მონაცემთა კლასიფიკაციას, დაშიფვრას და შენიღბვას.

  • IPS (Intrusion Prevention Systems)

ტექნოლოგია იცავს თქვენს ქსელს დანაშაულებრივი კიბერ შეტევებისგან, აქტიურად ეძებს და ბლოკავს გარე საფრთხეებს და არ აძლევს მათ შესაძლებლობას, დაუცველ ქსელურ მოწყობილობებამდე მაღწიონ.

  • NG Firewall (Fortigate, Cisco)

სისტემა უზრუნველყოფს ბრაუზერზე დაფუძნებულ, საპასუხო და ინტუიციურ ინტერფეისს, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია კორპორატიული ქსელის ფილტრაცია, მონიტორინგი და უსაფრთხოების დაცვა. ის ახდენს შინაარსის ფილტრაციას, საფრთხეებისგან დაცვას, ასრულებს ანტივირუსის ფუნქციას, ამყარებს VPN კავშირს.  აწვდის ყოვლისმომცველ, საწარმოო ხარისხის ქსელის უსაფრთხოების პლატფორმას ნებისმიერი ინდუსტრიის ორგანიზაციისთვის.

  • Security Web Gateway

ე.წ. უსაფრთხო ვებ კარიბჭე არის გადაწყვეტა, რომელიც ხელს უშლის ორგანიზაციის შიდა ქსელში დაუცველი ტრაფიკის შემოსვლას. ამ პროგრამის დახმარებით ორგანიზაციები თავს იცავენ უკანონო შეჭრის, ვირუსების და მავნე პროგრამებზე წვდომისგან. პროგრამა ფილტრავს ინფორმაციას, ავლენს მავნე კოდებს, ახდენს მყისიერ შეტყობინებას. ამ სისტემის დახმარებით შესაძლებელია, ინფორმაცია განთავსდეს ე.წ. ღრუბელში და არა მონაცემთა ცენტრში, რაც უფრო მოქნილს ხდის მისით სარგებლობას.

  • Secure Email Gateway

სისტემა ელექტრონული ფოსტის სერვერს წარმოადგენს. მისი გავლით ხდება შემავალი და გამავალი წერილების მიმოცვლა. პროგრამა ახორციელებს ელექტრონული ფოსტის მონიტორინგს და ანალიზის საფუძველზე  უზრუნველყოფს არასასურველი წერილის თავიდან აცილებას და სასურველი წერილების მიღებას. სისტემა ფუნქციონირებს, როგორც ღრუბლოვანი სერვისი ან როგორც შიდა მოწყობილობა, მოთხოვნის შესაბამისად.

  • Web Application control

(Web Application Firewall) (Citrix, Fortigate) ეს არის ე.წ. მარიონეტული სერვერი, რომელიც შუამავლის როლს ასრულებს. სისტემა იცავს განსაკუთრებით ღირებულ მონაცემებს და აპლიკაციებს სხვადასხვა პროგრამის შეტევისგან. ის ფილტრავს, ბლოკავს და მონიტორინგს უწევს მავნე ტრაფიკებს და ხელს უშლის მონცემთა არასანქცირებულ მიმოცვლას. მას შეიძლება, ჰქონდეს პროგრამული უზრუნველყოფის, მოწყობილობის ან მომსახურების სახე.

  • DDoS-attacks protection systems (Imperva, F5)

მასობრივი შეტევა მომსახურების დაბლოკვის მიზნით  ერთ-ერთი გავრცელებული საფრთხეა დღესდღეობით. ასეთ შეტევას შეუძლია ძალიან მოკლე დროში ამოწუროს „მსხვერპლის“ გამოთვლითი და საკომუნიკაციო რესურსები, რაც გამოიწვევს სერვისის გათიშვას მომხმარებლებისათვის. Impreva და F5-ის DDoS-attacks protection-ის სისტემები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დაცვითი საშუალებაა ამგვარ თავდასხმებთან საბრძოლველად. ისინი ახდენენ შეტევების კლასიფიკაციას და  ეფექტური ალგორითმების, ტექნიკებისა და პროცედურების გამოყენებით შეიმუშავებენ მათთან ბრძოლის მექანიზმებს.

განხორციელებული პროექტები