ელექტრონული უსაფრთხოების სისტემების ინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ზუსტი, სწრაფი და ეფექტური ურთიერთქმედებისთვის, რაც საშუალებას იძლევა აღნიშნულმა სისტემებმა იმუშაოს როგორც ერთმა მთლიანობამ.
ერთიანი პლატფორმის სხვა უპირატესობები:
• ელექტრონული უსაფრთხოების ყველა სისტემის მონიტორინგი და მართვა ერთი ინტერფეისიდან;
• ნაკლები ადამიანური რესურსი.
შესაძლებლობები:
• დაცვის ელექტრონული სისტემებიდან მიღებული განგაშის სიგნალების მართვა, მათი ლოკაციის იდენტიფიცირება და უახლოესი ვიდეო კამერიდან გამოსახულების გამოტანა მონიტორზე;
• შენობის რუკის ინტეგრაცია, მათზე დაცვის სისტემების და მათი ელემენტების განთავსების შესაძლებლობა;
• განგაშის/ინციდენტის მართვა, მათზე რეაგირების რეპორტირება;
• ღია არქიტექტურა;
• მოქნილი გრაფიკული ინტერფეისი, მომხმარებლის მიერ საკუთარი გრაფიკული დიზაინის შექმნის შესაძლებლობა;
• ვიზუალური ინტერფეისის ქართულ ენაზე შექმნის შესაძლებლობა დეველოპერების ჩარევის გარეშე (იგულისხმება ოპერატორის სამუშაო გვერდი);
• ლოგების შენახვა სისტემების მიხედვით, ოპერატორების მიხედვით, ერთიანი ლოგების შექმნის შესაძლებლობა;
• მომხმარებლების პროფაილის შექმნის შესაძლებლობა;
• დამკვეთის მოთხოვნებზე მორგებული ფუნქციონალური შესაძლებლობები.