მომსახურება მოიცავს პროვაიდერისათვის ქსელური ინფრასტრუქტურის აპარატურებს და სისტემებს (DWDM, Microware Links, IP/MPLS, GPON) იმის მიხედვით, თუ რა ფუნქციური დატვირთვა აქვს თითოეულს.

  • DWDM

სისტემა გამოიყენება ძირითადად მაგისტრალურ ოპტიკურ კაბელებზე. სიჩქარის გამტარიანობის გასაზრდელად. ეს ტექნოლოგია სხვადასხვა წყაროდან აერთიანებს მონაცემთა სიგნალებს ერთი საერთო ოპტიკურ-ბოჭკოს გამოყენებით, ისე, რომ მონაცემთა ნაკადები სრულად გამიჯნული რჩება. თითოეული სიგნალი ხორციელდება ცალკეულ სინათლის ტალღაზე. DWDM საშუალებით უამრავი მონაცემი ერთი ქსელური ბმულის გავლით მოძრაობს, ისე რომ ერთმანეთში არ ირევა, მათი მთლიანობა ნარჩუნდება. თავისი მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამო, ეს სისტემა განსაკუთრებით პოპულარულია სატელეკომუნიკაციო და საკაბელო კომპანიებში, მონაცემთა ცენტრებში.

  • Microware

გამოიყენება როგორც პროვაიდერებში ასევე ისეთ კომპანიებში, რომლებსაც სჭირდება უკაბელო, მაღალსიჩქარიანი საიმედო კავშირი. ხშირად გამოიყენება ოპტიკური კავშირის რეზერვადაც.

  • IP/MPLS

ეს არის მარშრუტიზაციის ტექნოლოგია სატელეკომუნიკაციო ქსელებში, რომლებსაც მონაცემები უმოკლესი გზით მიჰყავს ერთი კვანძიდან მეორეში. იგი ადგენს სხვადასხვა ქსელურ პროტოკოლს და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფართო სპექტრის ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ეს სისტემა ხშირად გამოიყენება დიდ ორგანიზაციებში, რომლებსაც თავიანთი ოპტიკური ინფრასტრუქტურა აქვთ და საჭიროა სხვადასხვა IT სერვისის SLA-ით მიწოდება. თუმცა, უფრო ხშირად გამოიყეენბა პროვაიდერებში. IP/MPLS სისტემის მთავარი ფუნქციაა, სარეზერვო კავშირზე შეუმჩნეველი გადართვა.

  • GPON

ეს არის ერთი წერტილიდან მრავალ წერტილზე წვდომის ქსელი. მისი მთავარი მახასიათებელია პასიური გამყოფების გამოყენება ერთი კვების ბოჭკოვანი განაწილების ქსელში, რაც საშუალებას აძლევს პროვაიდერს ემსახუროს მრავალ ობიექტს. გარდა  პროვაიდერებისა, ეს ტექნოლოგია გამოიყენება დიდ სასტუმროებში.სტანდარტულ Ethernet-თან შედარებით, GPON ნაკლებ მომსახურებას საჭიროებს, აქტიური მოწყობილობები მხოლოდ პროვაიდერთან და კლიენტთან არის განთავსებული, ხოლო მათ შორის პასიური გამანაწილებლებია.