ვიდეომეთვალყურეობის სისტემა პროგრამული და აპარატურული ნაწილისგან შედგება. აპარატურა აერთიანებს ვიდეო კამერებს, ობიექტივს, მონიტორს, ვიდეორეგისტრატორს ან ვიდეოსერვერს. სისტემა ორგანიზებას უწევს  ვიდეოკონტროლს ნებისმიერ ადგილზე და ადაპტირებადია თითოეული შენობის/ობიექტის სპეციფიკაციებთან. მისი მიზანია უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის პრევენცია, ინფორმაციის მიღება ან ტერიტორიის ანალიზი. ვიდეოსისტემის მეშვეობით უსაფრთხოების სხვა სისტემების გამართული მუშაობის შემოწმებაც და ცრუ განგაშის გამორიცხვაც არის შესაძლებელი დისტანციურად. თანამედროვე ჭკვიანი ვიდეომეთვალყურეობა და ვიდეო ანალიტიკა გთავაზობთ როგორც რეალურ დროში მონიტორინგს, ისე ვიდეო ჩანაწერს, სახის ამოცნობას, მოძრავი ობიექტების მიდევნებას ან დათვლას, მიტოვებული საგნების დეტექციას, ობიექტების ძებნას, მოძრავი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირებას (მწარმოებელი, მოდელი, ფერი, სანომრე ნიშანი, წონა, შესვლის და გასვლის დრო), ასევე ამოცნობასთან ერთად ახდენს, წესრიგის დარღვევის ფაქტების რეგისტაციასაც, საშუალებას იძლევა, აწარმოოთ ვიდეო არქივი, შეუძლია პერიმეტრის დაცვა ვირტუალური ღობის შექმნის სცენარით, აქვს მნიშვნელოვანი მოვლენების რეკონსტრუქციის შესაძლებლობა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული სხვადასხვა ანალიტიკური ფუნქციები. შესაძლებელია ელექტრონული დაცვის სხვა სისტემებთან ინტეგრაცია და წინასწარ შემუშავებული სცენარით მართვა. მომსახურება ხორციელდება EN და ISO 27001 სტანდარტების შესაბამისად.

პარტნიორი ბრენდები:

ცენტრალური ვიდეო მენეჯმენტი: Milestone, Genetec;

ვიდეო კამერები: AXIS, Honeywell, Siqura, Bosch, Hanwha, Uniview;

ვიდეო ანალიტიკა: BriefCam, NEC;