ქოლ ცენტრი
ქოლ ცენტრი ინოვაციური ფუნქციებით აღჭურვილი სატელეფონო სისტემაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მართოთ შემომავალი ზარების ნაკადი. ზარების განაწილების მოსახერხებელი ალგორითმები ამაღლებს ოპერატორთა მუშაობის ეფექტურობას და მინიმუმამდე დაჰყავს დაკარგული ზარების რაოდენობა. სისტემას აქვს საუბრების ჩაწერის ფუნქცია და ჩანაწერების ძიების მოქნილი მექანიზმი, რომელიც აუმჯობესებს სატელეფონო მომსახურების ხარისხს და ამარტივებს სადავო საკითხების გადაჭრას. შემომავალი ზარების ოპერატორებთან გადამისამართების მრავალფეროვან ალგორითმებს მინიმუმამდე დაჰყავს სატელეფონო ზარებზე პასუხის დრო და ამცირებს მომხმარებელთა ლოდინის ხანგრძლივობას.
თანამედროვე ქოლ ცენტრი ეს არის მრავალარხიანი პლატფორმა, რომელიც ამარტივებს მომხმარებლებთან ურთიერთობას და მათ მხარდაჭრას ნებისმიერი წერტილიდან.
მომხმარებელთა მხარდაჭერა ხორციელდება მათთვის სასურველი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, როგორც, ელექტრონული ფოსტა, SMS, სოციალური მედია, ასევე ვებ ჩატი და სხვა. სისტემას შეუძლია CRM პროგრამებთან და მესამე მხარის აპლიკაციებთან ინტეგრაცია, ქოლ ცენტრის ოპერაციების ავტომატიზაცია და მარტივი რეპორტინგი.
ვიდეო ქოლ ცენტრი
ვიდეო ქოლ-ცენტრი საშუალებას გაძლევთ ფიზიკური შეხვედრები ვიდეო ინტერაქციით ჩაანაცვლოთ. დაზოგილი დრო და ხარჯები, გაზრდილი მოქნილობა და მომსახურების ხარისხი იმ ბენეფიტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ვიდეო ქოლ-ცენტრს თან ახლავს.
ვიდეო ზარით კომუნიკაცია ზრდის მომხმარებელთა ნდობას, ე.წ. First Call Resolution-სა და Net Promoter Score (NPS)-ს. სისტემას ასევე აქვს ეკრანის გაზიარების, ვიდეო ჩანაწერის ანალიზისა და ვიდეო კონფერენციების გამართვის ფუნქცია.
პარტნიორი ბრენდები:
Genesys, Altitude, Ameyo, 24sessions;