დაშვების მართვა და კონტროლი შენობის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სისტემა საშუალებას იძლევა, შენობის გარკვეულ ნაწილებში გადაადგილება დავარეგულიროთ, საჭიროებისამებრ შევზღუდოთ და ვაკონტროლოთ, ზუსტად ვიცოდეთ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების რაოდენობა და თითოეულის ადგილმდებარეობა. სისტემა თანამშრომელთა სამუშაო დროის დაანგარიშების შესაძლებლობასაც ქმნის, ამიტომ აქტუალურია, როგორც მცირე ზომის ოფისებისთვის, ისე მსხვილი საწარმოებისა თუ დიდი დაწესებულებებისთვს.
შეზღუდული დაშვების სისტემები მოიცავს სხვადასხვა ალტერნატივას. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა საბარათე დაშვების და აღრიცხვის სისტემა, რომელიც საჭიროებს ორ წამკითხველს, შესვლის და გასვლის აღმრიცხველებს. დაშვების ბიომეტრული სისტემები მაღალეფექტურია პიროვნების ამოცნობის თვალსაზრისით თითის ანაბეჭდით, სახის მოყვანილობით ან თვალის გუგის გარსის ამოცნობით, განსაკუთრებით ისეთ დაწესებულებებში, სადაც კონფიდენციალურობის ან უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნაა, რადგან სრულიად გამორიცხავს არასანქცირებულ დაშვებას. დაშვების შემზღუდავი საშუალებებია ასევე დომოფონის დამრეკი ციფრული ვიდეო კამერა ღამის ხედვით, სენსორული ან აუდიო დომოფონი, ელექტრომაგნიტური საკეტები, ავტომატიზებული პარკირებისა და ნომრის ამოცნობის სისტემები, ტურნიკეტები, პულტით, ბარათით ან ხურდა ფულით დაშვების ალტერნატივებით, პერიმეტრის დაცვის სისტემები, ეკლების ტიპის შემზღუდავი ბარიერები და სხვა.
ძირითადი ბრენდები: Honeywell, UTC Fire & Security, Salto Systems.