უსაფრთხოების სისტემების პირველადი დანიშნულებაა საფრთხის პრევენცია. შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა საშუალებას გვაძლევს, დისტანციურად ვაკონტროლოთ კონკრეტული ობიექტი/ტერიტორია და დავიცვათ ის არასასურველი პირებისაგან. ჩვენ გთავაზობთ როგორც შენობის შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე შეღწევის საწინააღმდეგო სისტემებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია თითქმის ყველა ინდუსტრიაში, სამრეწველო, სავაჭრო, სასაზღვრო, საფინანსო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებსა თუ გაზისა და ნავთობის მილსადენებზე.

ჩვენი გადაწყვეტები მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით დეტექციას, ვირტუალურ ღობეს, ბარიერულ სისტემებს, სხივური დეტექციის, სეისმო დეტექციის, მოძრაობის და მსხვრევის დეტექციის სისტემებს და კარის კონტროლს. თითოეული მათგანი გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ისე ინტეგრირებულად, სადენიანი ან უსადენო ტექნოლოგიის გამოყენებით.

პარტნიორი ბრენდები:

Honeywell, UTC Fire & Security, Salto Systems.