ხანძრის დეტექცია ყოველთვის საკმარისი დაცვა არ არის და საჭიროა ქრობის სიტემის მყისიერი გააქტიურება. სისტემა გამოიყენება შენობის სხვადასხვა სივრცის და მასში არსებული მატერიალური და არამატერიალური აქტივების ხანძრის ზემოქმედებისგან დასაცავად.  თუმცა, გარკვეულ შენობებში, ხანძრის ქრობის შედეგადაც შეიძლება განადგურდეს ქონება, თუ სათანადო სისტემას არ გამოვიყენებთ. მაგალითად, წყლის ჭავლით ან ფხვნილით ქრობამ შეიძლება გაანადგუროს წიგნები ბიბლიოთეკაში, საარქივო დოკუმენტები არქივებში, ელექტრო მოწყობილობები, სერვერები, საცავები და ა.შ. ამიტომ, ასეთი ობიექტების სივრცის და რისკების შეფასების შემდეგ, ხდება შესაბამისი ქრობის სისტემის და აგენტის შერჩევა.

ამ მხრივ ყველაზე ფართო გამოყენების სისტემა არის გაზით ქრობა. მისი პირველადი მიზანია ხანძრის გავრცელების შეჩერება საწყის ეტაპზე. სისტემა შედგება კვამლის აღმომჩენი სენსორებისგან, ხანძრის ნაადრევი აღმოჩენის სისტემისგან და სპეციალური ცეცხლმაქრი აირით შევსებული ცილინდრისგან. დაკვამლიანების აღმოჩენის შემთხვევაში ირთვება განგაშის მაშუქი და ხმოვანი სიგნალები, ხოლო დაკვამლიანების უფრო მაღალი დონის მიღწევისას ხდება ცილინდრიდან ცეცხლმაქრი აგენტის გაფრქვევა. ხანძრის აღმოჩენა და ქრობა ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში ადამიანის ჩარევის გარეშე, ამასთან, შესაძლებელია ქრობის ხელით გააქტიურება ან პირიქით შეჩერება. ხანძარმქრობი აგენტი გათვლილია ოთახის მოცულობაზე. მთლიანი ოთახის და მასში დამონტაჟებული სახანძრო სისტემის მოწყობილობების მონიტორინგი და კონფიგურაცია ერთი პანელიდან ხდება, რომელიც ქსელურად იმართება. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ხანძრის ჩამქრობი გაზი და ცილინდრები იყოს სერთიფიცირებული, არ იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე  და არ იწვევდეს ელექტრონული აპარატურის მწყობრიდან გამოყვანას ან დაზიანებას.

პარტნიორი ბრენდები:

Kidde, Wagner, Rotarex.