ხმოვანი შეტყობინების და ევაკუაციის სისტემა გულისხმობს სახანძრო სისტემის მოწყობილობებს, რომლებიც საგანგაშო სიტუაციის (კვამლი, ხანძარი) აღმოჩენისთანავე აუდიო ან ვიდეო შეტყობინების გზით ერთდროულად დიდი რაოდენობის ადამიანებს აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ამიტომ, იგი განსაკუთრებით აქტუალურია მასშტაბური და მრავალსართულიანი შენობა-ნაგებობებისთვის.

ხანძართან ბრძოლის დროს თანაბრად მნიშვნელოვანია, სისტემამ შეძლოს ცეცხლის აღმოჩენა, განგაშის აქტივაცია და სიგნალიზაციის ამუშავება. განგაში აქტიურდება ავტომატურად კვამლის და სითბოს დეტექტორებით, ან მექანიკურად საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერით. სიგნალი, შესაძლოა, გამოიცეს ზარის, კედელის დინამიკის, საყვირის ან ე.წ. სპიკერის მეშვეობით, რომელიც განგაშის სიგნალის შემდეგ ხმოვანი შეტყობინებით აფრთხილებს და მითითებებს აძლევს შენობის შიგნით მყოფ ხალხს. შეტყობინება შეიძლება გადაიცეს როგორც მთლიან სივრცეში, ისე ცალკეულ ზონებში.

ხმოვანი ევაკუაცია სხვა აუდიო სისტემების კარგი ალტერნატივაა, რადგან განგაშის სიგნალისგან განსხვავებით, ხმოვანი ინსტრუქტაჟი ნაკლებ პანიკას იწვევს და მობილიზებულად მოქმედების შესაძლებლობას იძლევა. ელექტრონული მოწყობილობების ეპოქაში ჩვეულებრივი სიგნალი შესაძლოა, არ იყოს ისეთი აღქმადი, როგორც კონკრეტული ხმოვანი მოწოდება. თუმცა, ასევე შესაძლებელია, განგაშის სიგნალის და ხმოვანი შეტყობინების ინტეგრაციაც, მეტი ეფექტურობისთვის, ასევე მათი ინტეგრაცია ხანძრის დეტექციის სისტემასთანაც.

პარტნიორი ბრენდები:

Honeywell, TOA, Bosch, JBL.