უსაფრთხოების სხვა უამრავ სისტემასთან ერთად ჩვენ გთავაზობთ დრონებს და ანტიდრონებს. დრონი ეს რადიომართვადი უპილოტო საფრენი აპარატია, მისი გამოყენება სულ უფრო ხშირია და ახალ შესაძლებლობებს აჩენს თავდაცვასა და დაზვერვაში, სოფლის მეურნეობაში, სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში, ლოჯისტიკასა თუ აეროფოტოგადაღების სფეროში. დრონი სპეციალური რადარების გამოყენებით იმართება. ერთი შეხედვით, იგი მფრინავი კამერაა, თუმცა მისი ფუნქციები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ფრენის დროის ხანგრძლივობას დრონის წონა და ელემენტის სიმძლავრე განაპირობებს, დაფარვის მანძილი კი რადიოანტენის ხარისხზეა დამოკიდებული. შესაძლოა, დრონს ჰქონდეს GPS, რაც მას ერთ ადგილზე გაჩერების და ასევე აფრენის წერტილში ავტომატური დაბრუნების საშუალებას აძლევს. შესაძლებელია დრონის დისტანციური პულტით მართვა, ავტოდაბრუნება, მიყოლის ფუნქცია (როცა დრონი მიჰყვება მოძრავ ობიექტს). შესაძლებელია, რამდენიმე დრონი ერთი პულტით იმართოს, ისე, რომ ისინი ერთმანეთს არ შეეჯახონ.
ანტიდრონი, ეს ის მოწყობილობაა, რომელიც ბრძანების შემდეგ მიწიდან ისვრის სპეციალურ ბადეს დრონების დასაჭერად. ის უზრუნველყოფს, აკრძალულ ადგილებში არ დაუშვას არასანქცირებული დრონის ფრენა.
სპეციალური სისტემის გამოყენებით, შესაძლებელია საჰაერო სივრცის მონიტორინგი, რადიოსიგნალების ჩახშობა, საფრენი აპარატის ამოცნობა, მისი ტიპის იდენტიფიცირება და განეიტრალება, მისი მართვის კონტროლი ან ლაზერული სისტემის გამოყენებით ობიექტის განადგურება.
ძირითადი ბრენდები: Optasense, Bandweaver, Blighter, Flir, HGH Systemes; Germandrones, Dronengel, Globe UAV; Counter Drones: ApolloShield, Rohde & Schwarz, Blighter.