პერიმეტრის, საზღვრის და წრფივი ინფრასტრუქტურის დაცვის სისტემა იცავს თქვენს ტერიტორიას, ინფრასტრუქტურასა და აქტივებს სპეციალური სენსორების გამოყენებით, რომლებიც რეალურ დროში აფიქსირებენ საფრთხეებს და ადგენენ მათ ადგილმდებარეობას მაქსიმალური სიზუსტით. სისტემა არ შემოიფარგლება მხოლოდ განგაშის სიგნალის გადაცემით, არამედ სხვადასხვა ტიპის მოქმედების კლასიფიკაციას ახდენს, შეუძლია, გაარჩიოს ადამიანის, ტრანსპორტის, საფრენი მოწყობილობების, ხელით ჩატარებული და მექანიკური გათხრითი სამუშაოების თუ ცეცხლსასროლი იარაღის ხმები.
ჩვეულებრივი მიწისქვეშა სენსორებისგან განსხვავებით, ეს სისტემა, ჭკვიანი ალგორითმის გამოყენებით, ამცირებს ცრუ სიგნალებს, უარყოფს ქარის ხმასაც კი, წამებში განსაზღვრავს უსაფრთხოების დარღვევის ადგილს და შეტყობინებას აგზავნის ელექტრონულად, GPS კოორდინატების გამოყენებით. სისტემა უხილავია პოტენციური დამრღვევისთვის, რაც მის ეფექტურობას ზრდის. ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები მუშაობს უწყვეტ რეჟიმში, სისტემის ინტეგრირება შესაძლებელია სხვა სენსორებთან და სისტემებთან,
პერიმეტრის დაცვის სისტემის ლაზერული დეტექტორების საშუალებით შესაძლებელია, დაახლოებით 150-200 მეტრის მანძილზე მთლიანი პერიმეტრის კონტროლი, ასევე კიდევ უფრო დიდი ფართობის დაფარვა რამოდენიმე დეტექტორის გამოყენებით, მოძრაობის დეტექცია გარე და შიდა პერიმეტრზე და მოძრავი კამერა დამატებითი უსაფრთხოებისთვის.
წრფივი ინფრასტრუქტურის დაცვის სისტემა მოიცავს მილსადენის გასწვრივ დამარხულ სენსორულ კაბელს, რაც ხაზთან მიახლოებას ადგენს, გაჟონვის დამდგენი სპეციალური სისტემა კი მილსადენიდან ნავთობის დაღვრის პრევენციას უზრუნველყოფს. მიწის ქვეშ მოთავსებული სენსორიული კაბელი ნაკლებად ზიანდება და უფრო დაცულია.
ძირითადი ბრენდები: Optasense, Bandweaver, Blighter, Flir, HGH Systemes.