რისკების მართვა ბიზნეს პროცესებში მოსალოდნელი გართულებების წინასწარი ანალიზი, თითოეულის სიმძიმის ხარისხის შეფასება და მათი თავიდან ასაცილებლად ქმედებების განხორციელებაა. რისკ მენეჯმენტის პლატფორმები კომპანიებს ეხმარება რისკ მოდელების შემუშავებაში, დანერგვასა და მონიტორინგში, სხვადასხვა სცენარების ანალიზში, სტრესს ტესტირებისა ჩატარებასა და მოდელის რისკების მართვაში. შედეგად კი ამარტივებს სწორი გადაწყვეტილებების (მათ შორის ავტომატიზებული) დროულად მიღებას.
ფროდ მენეჯმენტი & ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სისტემები (AML)
თაღლითობისა და ფულის გათეთრების შემთხვევების გამოვლენისა და გამოძიების ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც რეალურ დროში ახდენს შიდა და გარე წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დაჯგუფებასა და ანალიზს. იგი AI, Machine Learning-სა და ტრადიციული მეთოდების ჰიბრიდით, ცნობილი და აქამდე უცნობი პატერნების აღმოჩენასა და ანალიზში გეხმარებათ, დროთა განმავლობაში ადაპტირდება და ევოლუცირებს. იყენებს ავტომატიზირებულ ბიზნეს წესებს, პროგნოზირებას, ტექსტ მაინინგს, მონაცემთა ანალიტიკას, ქსელის ანალიზსა და სხვა.
პარტნიორი ბრენდები:
SAS