- პრეცეზიული გაგრილება Save
სასერვერო ოთახის განთავსების ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ მოთხოვნებს რადგან, მის ინფრასტრუქტურას უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნები აქვს. სასერვეროს პრეცეზიული გაგრილების სისტემა IT მოწყობილობებს იცავს გადახურებისაგან. გაგრილება ხორციელდება სპეციალური კონდიცირების სისტემებით, გამოიყენება ცივი და თბილი ნაკადების განცალკევება, შესაძლებელია შიდა ვენტილატორების და კომპრესორის პროპორციული რეგულირება. კონდინციონერები აღჭურვილია ტენიანობის განმსაზღვრელი სენსორით, რათა სასერვეროში შენარჩუნდეს ტემპერატურისა და ტენიანობის სასურველი დონე.
- უწყვეტი კვების სისტემა
სარეზერვო კვების სისტემა განაპირობებს სერვერის შეუფერხებელ მუშაობას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პირობებშიც. სასერვერო ოთახის ელექტრომომარაგება ხორციელდება უწყვეტი კვების წყაროს გამოყენებით და ელექტროგანაწილების სისტემით. კვების უწყვეტობას განაპირობებს დუბლირებული UPS-ები და გენერატორები. თითოეულ სასერვერო დანადგარში ხდება ორი ინდივიდუალური კვების წყაროს მიყვანა, რაც განაპირობებს აპარატურის შეუფერხებელ მუშაობას. სასერვერო კარადები დაცულია წყლის და ცეცხლის ზემოქმედებისგან, ასევე – არასანქცირებული შეღწევისაგან.
- აწეული იატაკი
ყველა საჭირო უსაფრთხოების სისტემასთან ერთად, სასერვერო ოთახი უზრუნველოფილია სასერვერო აპარატურის კარადებით, ხოლო ენერგოეფექტურობის ამაღლებისა და ინფრასტრუქტურის მარტივად მოწყობის მიზნით, ელექტროგანყვანილობებსა და სხვა კომუნიკაციებს ხშირად ათავსებენ ცეცხლგამძლე აწეული იატაკის ქვეშ. სასერვეროს იატაკი კონსტრუქციულად შედგება წონის გამანაწილებელი მეტალის ჩარჩოსგან და იატაკის ზედაპირისგან. ამ მეთოდის გამოყენებისას აწეული იატაკის ქვეშ არსებული ჰაერის ნაკადი დანახარჯებს ზოგავს, მექანიკურ და ელექტრო გაყვანილობას მალავს და მასთან წვდომას ამარტივებს, კომუნიკაციების დამატება ან შეცვლაც აღარ საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს და ოთახში რჩება მეტი თავისუფალი სივრცე.
- სასერვეროს ხანძარქრობა და მონიტორინგი
სასერვერო დაცულია სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით. ხანძრის დეტექცია ხდება შემწოვი სახანძრო სისტემით, ხოლო ავტომატური გაზით ქრობის სისტემები სრულად მორგებულია სასერვერო სივრცის თავისებურებებთან. ყოველივე ეს ხორციელდება ადამიანის ჩარევის გარეშე, თუმცა შესაძლებელია ქრობის ხელით გაშვებაც. ქრობისთვის გამოყენებული გაზი ელექტროგაუმტარია, არ ტოვებს მტვრის ნაწილაკებს, მისი გამოყენების შემდეგ არ ზიანდება აპარატურა, ასევე, ის გამოირჩევა დაბალი ტოქსიკურობით. ქრობის აგენტი გათვლილია ოთახის მოცულობაზე.
სასერვერო სივრცის უსაფრთხოება დაცულია უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით, რაც გულისხმობს კლიმატის და შეღწევადობის კონტროლს, დაშვების სისტემას და 24/7-ზე ვიდეო მეთვალყურეობას. ცენტრალური მონიტორინგის ფუნქცია გულისხმობს ინტეგრირებულ სისტემას, რომლის საშუალებითაც მოხდება მისი ყველა სამუშაო პარამეტრის მონიტორინგი, ასევე თვითდიაგნოსტიკა და რაიმე გაუმართაობის დაფიქსირების შემთხვევაში, შეტყობინება.