cifruli radio kavshiri

საზოგადოებრივი უსაფრხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებს გადამწყვეტი როლი ენიჭება. ციფრული რადიოკავშირი კომუნიკაციის ის სახეობაა, რომლის დროსაც ინფორმაციის გადასაცემად რადიოსიხშირის მოდულირება ხორციელდება ციფრული სახით. კავშირის ასეთ სისტემებს ყველაზე ხშირად იყენებს სახელმწიფო სამსახურები (პოლიცია, სახანძრო, აეროპორტები, გადაუდებელი დახმარების სამსახურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.)

TETRA-ს სისტემა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაუდებელი დახმარების სერვისებისათვის, რადგან მას აქვს ზარის წამოწყების სწრაფი ფუნქცია, საუკეთესოა ჯგუფური მყისიერი  კომუნიკაციისთვის, შეუძლია, შემოგვთავაზოს ინდივიდუალურ რადიო გადამცემ მოწყობილობებს შორის პირდაპირი კავშირის რეჟიმი, მონაცემთა გადაცემის სერვისები, ახდენს სიხშირული სპექტრის ეკონომიას.

TETRA-ს სისტემის ინფრასტრუქტურა იწყობა დამოუკიდებლად და არ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ ოპერატორზე. მას სჭირდება ცალკე სიხშირული დიაპაზონი, ამიტომ, ძირითადად, TETRA-ს სისტემას იყენებენ იქ, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კუმუნიკაციის გამართულობა.

ჩვენი მომსახურება ფარავს ციფრული რადიო კავშირის სისტემის მოწყობას, საბაზო სადგურებს, კლიენტ რადიო მოწყობილობებს და გადაწყვეტებს შემდეგი მიმართულებით:

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოება
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი
  • აეროპორტები
  • მრეწველობა

საზოგადოებრივი უსაფრთხოება მოიცავს ადამიანების და ქონების უსაფრთხოებას. პროფესიონალებს, რომლებიც ზრუნავენ უსაფრთხოების დაცვაზე, სჭირდებათ გამართული საკომუნიკაციო საშუალებები ეფექტური მუშაობისთვის. TETRA გთავაზობთ გაზრდილ შესაძლებლობებს, გაუმჯობესებულ ფუნქციებსა და მეტ უსაფრთხოებას.  მას აქვს გადამზიდი კლასის პლატფორმა, რაც მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომობას უზრუნველჰყოფს. ის სრულად უჭერს მხარს თანამედროვე IP / MPLS-ზე დაფუძნებულ სარეაბილიტაციო ქსელებთან ინტეგრაციას. TETRA -ს სისტემა ასევე შეიცავს დისპეტჩერიზაციის მძლავრ ფუნქციებს, მათ შორის, მიმდინარე ხმოვანი ზარების წინასწარ შეცვლას, PTT უგულებელყოფას, პატჩების ფუნქციებს ჯგუფების დაუყოვნებლად დასაკავშირებლად. სისტემას ახასიათებს მარტივი კონფიგურაცია, დაბალი ენერგეტიკული და ტექნიკური დანახარჯი.

საკომუნიკაციო სისტემის გამართულობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მათი გაუმართაობა იწვევს დაგვიანებულ, შეფერხებულ მომსახურებას, არ ხდება საგზაო ინფორმაციის მიწოდება. TETRA-ს სისტემას შეუძლია, სპეციალური მისამართების გამოყენებით, საკონტროლო დარბაზში მძღოლის ჩარევის გარეშე შეასრულოს დისპეჩერული ფუნქციები, მიაწოდოს მგზავრებს ინფორმაცია მატარებლის შიდა სისტემის გამოყენებით, გაგზავნოს შეტყობინებები ბორტ ეკრანებზე ტრაფიკის შესახებ (მაგალითად, ჩამოსვლის სავარაუდო დრო). გადაუდებელი ზარის შესაძლებლობა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, სასიცოცხლო დახმარებას უწევს მართვის ოთახს ღილაკზე ერთი დაჭერით.

სისტემა ხასიათდება მონაცემთა დიდი მოცულობითა და მაღალი გამტარუნარიანობით. დისპეჩერიზაციის გადაწყვეტები ოპტიმიზებულია სპეციალურად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერაციებისათვის. მათი  ფუნქციები მოიცავს ყველა ტიპის სპეციალურ მატარებელთან ან მიწისქვეშა ხაზთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. TETRA-ს სისტემის ღია API ინტერფეისი IT და  სატელეფონო სისტემებში, უსაფრთხოების კრიტიკულ სასიგნალო პროგრამებში და ასევე 4 G LTE -სთან ინტეგრირების საშუალებასაც გვაძლევს.

აეროპორტები, ავიაკომპანიები და საზღვაო პორტები საჭიროებენ საიმედო საკომუნიკაციო ქსელებს, რათა, თავის მხრივ, უზრუნველყონ ბიზნესის კრიტიკული პროცესების უწყვეტობა. პროფესიონალური მობილური კომუნიკაციების სისტემების განვითარებას ბიზნესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ასეთ ინფრასტრუქტურებში გამოიყენება მძლავრი ხმოვანი შესაძლებლობების და დიდი მოცულობის მონაცემთა გამტარი სისტემები, დუპლექსის ხმოვანი ზარები, IP პაკეტური მონაცემები, რადიოები ჩაშენებული GPS- ით რომლეიც უზრუნველყოფს უზუსტეს მონაცემებს და ა.შ.

სამრეწველო სექტორისთვისაც გადამწყვეტია ეფექტური და საიმედო კომუნიკაციები. აქ განსაკუთრებით ხშირად იყენებენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ჯგუფური ზარები, ინდივიდუალური ზარები, პრიორიტეტული ზარები, გადაუდებელი ზარები (წინასწარი შეკვეთით), სკანირების ჯგუფები, მოკლე მონაცემები და სტატუსის შეტყობინებები. სისტემა მაღალი სტანდარტისაა და აკმაყოფილებს ისეთ საჭიროებებს, რომლებიც დაკავშირებულია ოპერაციებთან, ტექნიკურ მომსახურებასთან და უსაფრთხოებასთან.

ციფრული რადიოკავშირის სისტემები მნიშვნელოვანია კრიზისულ სიტუაციებში უწყვეტი კავშირის უზრუნველასყოფად. ამისთვის კი ერთ-ერთი თანამედროვე ფუნქციაა ტექსტისა და GPS კოორდინატების დაშიფვრის, ადგილმდებარეობის ზუსტი განსაზღვრის, თვალყურის დევნებისა თუ ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობა (როგორც რეალურ დროში, ასევე ისტორიული მარშრუტის შენახვა).