ვეზირს თიბისი ბანკთან მრავალწლიანი და მტკიცე პარტნიორობა აკავშირებს. ჯერ კიდევ 2015 წელს ვეზირმა თიბისისთვის დანერგა ქოლ ცენტრის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა და SIEBEL CRM-ში ინტეგრაცია. მოგეხსენებათ, თიბისის ყავს 550-ზე მეტი აგენტი, ხმის ჩამწერი სისტემით. პროექტის ფარგლებში გამოყენებული ბრენდი არის Alcatel-Lucent, ხოლო პროდუქტი-OTCS – Open Touch Customer Service.
2019 წელს ვეზირმა თიბისიში მოახდინა ქოლ ცენტრისა და დებიტორების მართვის სისტემის ინტეგრირება. შედეგად, ქოლ ცენტრის სისტემა ავტომატურად იღებს მრავალათასიან სიას და ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს ზარს Outbound Predictive რეჟიმში. აღსანიშნავია, რომ სისტემა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ასევე ასხვავებს ადამიანისა და სისტემური ზარის პასუხს (მაგ:მობილური გამორთულია, არ გადამისამართდება აგენტთან) და აგენტს აერთებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალური ადამიანი პასუხობს ზარს. შედეგად,გაიზარდა აგენტების ეფექტურობა და ნულამდე დავიდა აგენტების მიერ ბაზაში ნომრის მოძიებასა და დარეკვაში დახარჯული დრო. პროექტის ფარგლებში გამოყენებული ბრენდი არის Alcatel-Lucent, ხოლო პროდუქტი-OTCS – Open Touch Customer Service.