დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ანალოგური მაუწყებლობის ნაცვლად, ციფრული მაუწყებლობით სარგებლობს .საქართველოში 2015 წელს სწორედ ”ვეზირის“ გუნდმა განახორციელა  ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.

  • თბილისში დავდგით სათაო სადგური „ჰედენდი“
  • საქართველოს მასშტაბით მოვაწყეთ ციფრული მონაცემების უკაბელო რადიო-სარელეო ქსელი
  • უზრუნველვყავით ციფრული სატელევიზიო გადამცემების დაინსტალირება

სწორედ ამ სამუშაოების განხორციელების შემდეგ დაიწყო საქართველოს მასშტაბით ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობა.

ჩვენმა გუნდმა შეძლო შემჭიდროვებულ ვადებში  შესასრულებელი დიდი მოცულობის სამუშაოთა კომპლექსის მაღალხარისხოვნად შესრულება და განახორციელა სახელმწიფო მნიშვნელობის დონის პროექტი.

.