დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე – EuroDIG 2018 თბილისში 5-6 ივნისს გაიმართება. ღონისძიების ერთერთი ძირითადი ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. მხარდამჭერი „ბრინჯაოს სპონსორის“ რანგში კი კომპანია ვეზირი იქნება.
– „ჩვენი ერთერთი მიზანი უახლეს გამოწვევებზე პასუხი და დარგის განვითარებაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსგავს ღონისძიებაში ჩართვა და მისი მხარდაჭერა. მოხარულები ვართ, რომ უახლესი ტექნოლოგიების აქტუალური საკითხების განხილვაში ვიღებთ მონაწილეობას. განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ ამის შესაძლებლობა ჩვენ ქვეყანაში გეძლევა“ – აცხადებს ვეზირის გენერალური დირექტორი გრიგოლ ცაავა.
EuroDIG-ი ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას: მოსაზრებების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი. მასში მონაწილეობენ, როგორც სამთავრობო, ისე კერძო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორები. ფორუმის მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდები, რომელებიც ერთობლივად განიხილავენ და ცვლიან შეხედულებებს ინტერნეტის განვითარების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტ-მმართველობის ფორუმს“ (IGF).