წელი: 2017

დამკვეთი: გალერია თბილისი

პროექტის აღწერა:

IT ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების გადაწყვეტების: ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების კონტროლის, შეღწევის საწინააღმდეგო სისტემების, აუდიო გახმოვანებისა და ხმოვანი ევაკუაციის,  ვიზიტორების დათვლისა და მათი გადაადგილების ანალიტიკური სისტემის მიწოდება და მონტაჟი.

 

პარკინგის მართვისა და კონტროლის სისტემა – გელერია თბილისში არსებული პარკირების სივრცის მართვის ინტეგრირებული სისტემა თავისი მასშტაბითა და ფუნქციონალით საქართველოში პირველად დაინერგა.
სისტემა აერთიანებს 2  ქვესისტემას: პარკირების მართვისა და გადახდის უზრუნველყოფას.
პარკინგის შესასვლელშივე მომხმარებელი იღებს ინფორმაციას პარკინგზე თავისუფალი ადგილების რაოდენობის შესახებ. მიმართულების მაჩვენებლები პარკინგის მომხმარებლებს ეხმარება თავისუფალი ადგილის მარტივად მოძებნაში. თითოეულ სექციასთან დამოტანჟებულია სენსორები და ინდიკატორები კი აადვილებს ორიენტაციას, ამცირებს საცობების ალბათობას და პარკირებისთვის დახარჯულ დროს.
აღნიშნული გადაწყვეტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ პარკინგის საფასური გადაიხადონ, როგორც ბანკნოტებით და მონეტებით, ასევე საბანკო ბარათებითაც (Visa, Mastercard).
შესაძლებელია სისტემის ინტეგრაცია ლოიალობის პროგრამასთან.  ასევე იძლევა სტატისტიკური და ფინასნური ანგარიშების მიღების საშუალებას.