პროექტის აღწერა:
წელი: 2014
საკონტროლო აპარატურის კონტეინერებში დაცვითი და ხანძრის ქრობის სისტემების მოწყობა, სადისპეტჩერო ცენტრიდან ცენტრალიზებული მონიტორინგის შესაძლებლობით.
სპეციალურ კონტეინერებში განხორციელდა ინტეგრირებული ელექტრონული დაცვის სისტემების მონტაჟი, რაც მოიცავდა შემდეგ გადაწყვეტებს:
• შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა;
• ხანძრის დეტექცია და სინთეტური გაზით ავტომატური ქრობა;
• ვიდეომეთვალყურეობა;
• კონტეინერიდან ინფორმაციის სადისპეტჩერო ცენტრში გადასაცემად, ცენტრალური მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფა.
ცენტრალური მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფით შესაძლებელი გახდა შემდეგი ოპერაციების განხორციელება:
• შეღწევის საწინააღმდეგო სისტემის მართვა;
• განგაშის შემთხვევაში შესაბამისი ვიდეომეთვალყურეობის კამერის ავტომატურად ეკრანზე გამოტანა და ხმოვანი სიგნალის მიცემა ოპერატორისათვის;
• ობიექტზე არსებული საგანგაშო სირენის გააქტიურება;
• ხანძრის დეტექციისა და ავტომატური ქრობის სიტემის მონიტორინგი.