პროექტის აღწერა:

წელი: 2014

საკონტროლო აპარატურის კონტეინერებში დაცვითი და ხანძრის ქრობის სისტემების მოწყობა, სადისპეტჩერო ცენტრიდან ცენტრალიზებული მონიტორინგის შესაძლებლობით.

სპეციალურ კონტეინერებში განხორციელდა ინტეგრირებული ელექტრონული დაცვის სისტემების მონტაჟი, რაც მოიცავდა შემდეგ გადაწყვეტებს:
•    შეღწევის საწინააღმდეგო სისტემა;
•    ხანძრის დეტექცია და სინთეტური გაზით ავტომატური ქრობა;
•    ვიდეომეთვალყურეობა;
•    კონტეინერიდან ინფორმაციის სადისპეტჩერო ცენტრში გადასაცემად, ცენტრალური მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფა.

 

ცენტრალური მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფით შესაძლებელი გახდა შემდეგი ოპერაციების განხორციელება:
•    შეღწევის საწინააღმდეგო სისტემის მართვა;
•    განგაშის შემთხვევაში შესაბამისი ვიდეომეთვალყურეობის კამერის ავტომატურად ეკრანზე გამოტანა და ხმოვანი სიგნალის მიცემა ოპერატორისათვის;
•    ობიექტზე არსებული საგანგაშო სირენის გააქტიურება;
•    ხანძრის დეტექციისა და ავტომატური ქრობის სიტემის მონიტორინგი.