წელი: 2020
დამკვეთი: თიბისი ბანკი
პროექტის აღწერა:
თიბისი ბანკის უზბეკეთის ფილიალს მივაწოდეთ Genesys-ის ქოლ ცენტრის სისტემა და განვახორციელეთ მისი ინტეგრაცია, როგორც სტანდარტული ფუნქციონალით, ასევე, Facebook მესენჯერთან, Telegram-თან და ვიდეო ჩეთთან.
ზარების განაწილების მოსახერხებელი ალგორითმები ამაღლებს ოპერატორთა მუშაობის ეფექტურობას და მინიმუმამდე დაჰყავს დაკარგული ზარების რაოდენობა. საუბრების ჩაწერის ფუნქცია და ჩანაწერების ძიების მოქნილი მექანიზმი აუმჯობესებს სატელეფონო მომსახურების ხარისხს.