მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2021 წლის ივნისიდან, კომპანია ვეზირი ბიზნესს ახალ გადაწყვეტას, მრავალარხიან ქოლ-ცენტრის პლატფორმა – Ameyo-ს სთავაზობს.

Ameyo-ს პლატფორმა კომპანიებს უმარტივებს:

▪️ მომხმარებლების დისტანციურ მომსახურებასა და მათ შეუფერხებელ მხარდაჭერას;
▪️ მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებასა და ანალიზს;
▪️ დებიტორული დავალიანებების მენეჯმენტს;
▪️ Helpdesk-ის, ტელეგაყიდვებისა და მარკეტინგული კამპანიების წარმოებას.

☑️ პლატფორმა აერთიანებს ისეთ საკომუნიკაციო საშუალებებს როგორიცაა Voice, IVR, ACD, Dialers, Email, Web-Chat, Instagram, Twitter, Facebook, WhatsApp და სხვა.

🔰ვეზირის გუნდის წარმატება პროფესიონალზიმთან ერთად, პარტნიორებთან მყარ და საიმედო თანამშრომლობას ეფუძნება. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ პროდუქტებსა და დარგის მოწინავე პარტნიორებს, რათა ვუპასუხოთ ჩვენი მომხმარებლების მიმდინარე და მოსალოდნელ გამოწვევებს.