მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2021 წლის ივნისიდან, კომპანია ვეზირი ბიზნესს ახალ გადაწყვეტას, მრავალარხიან ქოლ-ცენტრის პლატფორმა – Ameyo-ს სთავაზობს.
Ameyo-ს პლატფორმა კომპანიებს უმარტივებს:
მომხმარებლების დისტანციურ მომსახურებასა და მათ შეუფერხებელ მხარდაჭერას;
მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებასა და ანალიზს;
დებიტორული დავალიანებების მენეჯმენტს;
Helpdesk-ის, ტელეგაყიდვებისა და მარკეტინგული კამპანიების წარმოებას.
პლატფორმა აერთიანებს ისეთ საკომუნიკაციო საშუალებებს როგორიცაა Voice, IVR, ACD, Dialers, Email, Web-Chat, Instagram, Twitter, Facebook, WhatsApp და სხვა.
ვეზირის გუნდის წარმატება პროფესიონალზიმთან ერთად, პარტნიორებთან მყარ და საიმედო თანამშრომლობას ეფუძნება. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ინოვაციურ პროდუქტებსა და დარგის მოწინავე პარტნიორებს, რათა ვუპასუხოთ ჩვენი მომხმარებლების მიმდინარე და მოსალოდნელ გამოწვევებს.