სასტუმრო ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანია შენობების მაქსიმალურად დაცვა. ელექტრონული საკეტების სისტემა კი სწორედ ამას უზრუნველყოფს. 2022 წელს ვეზირმა სასტუმრო King Tamar-ს მიაწოდა და დანერგა Salto-ს ბრენდის სასტუმროს ნომრების საკეტები და საკეტების სისტემა. ელექტრონული საკეტების სისტემა შენობის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს, მორგებულია სასტუმროს სტილთან და ამასთან, ამცირებს საექსპლუატაციო დანახარჯებს. სისტემა მოიცავს კარის საკეტებს, კოდირების მოწყობილობას გამღები ბარათისთვის, ბარათ-გასაღებს და სისტემის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას. საკეტის მეხსიერება იტევს დიდი რაოდენობით ინფორმაციას, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს.