შპს ვეზირი იწყებს კანდიდატების შერჩევას რეზერვი რისკების პრევენციის ოფიცერის (რპო) თანამდებობაზე დასაქმების მიზნით.
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: (2) ერთი
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 1-ლი დეკემბერი, 2022
რპო რეზერვის თანამდებობის ზოგადი მიზანია: რისკების პრევენციის სერვისის პროცედურების და ინსტრუქციების შესაბამისად, ობიექტზე ნებისმიერი შესაძლო საფრთხის დროული გამოვლენა, მასზე დროული რეაგირება და საპასუხო ქმედებების განხორციელების უზრუნველყოფა, რისკების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.
პროფესიონალური მოთხოვნები:
- უმაღლესი ან საშუალო/პროფესიული განათლება (პროფესია შეუზღუდავია);
- მსგავს სფეროში (დაცვის სამსახურში, ძალოვან სტრუქტურაში და ა.შ) მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და გამორჩეული ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
- ქართული ენის გამართულად ფლობა;
- რუსული და ინგლისური ენების ფლობა (სასაუბრო დონეზე, რომ შეძლოს უცხოელი ვიზიტორების მიღება, ინსტრუქტაჟი, დაკვალიანება, უცხოური კორესპონდენციის მიღება, გადამისამართება);
- დაკვირვების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ;
- პრობლემის ფართო ხედვის უნარი, საკითხისადმი შემოქმედებითად მიდგომა, პრობლემის/საფრთხის წინასწარ ხედვის უნარი;
- რთული საუბრების წარმართვისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი;
- დისციპლინის მაღალი დონე;
- დაკისრებული მოვალეობებისადმი პაუხისმგებლობის გრძნობა;
- დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობა ფიზიკური და ფსიქიკური მონაცემებით;
- ცვლებში მუშაობის უნარი, ღამის ცვლების ჩათვლით;
- შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციებში გამართულად მუშაობის უნარი;
ფუნქცია-მოვალეობები
- ობიექტზე დაშვების კონტროლი: ობიექტებზე არასანქცირებული შეღწევის აღკვეთა (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების), ასევე ობიექტებზე აკრძალული ნივთების დაშვების აღკვეთა (ნივთების სია განისაზღვრება დამკვეთი კომპანიის მენეჯმენტის მიერ);
- ობიექტის პერიმეტრისა და ტერიტორიის კონტროლი: ტერიტორიაზე საეჭვო ნივთების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება (როგორებიცაა მაგალითად ფეთქებადი ნივთიერებები და ა.შ.), პერიმეტრის მთლიანობის კონტროლი, ობიექტზე არსებული წესებისა და პროცედურების დაცვაზე კონტროლი, მანქანების პარკინგის კონტროლი, ობიექტზე მომუშავე პერსონალისა და ვიზიტორების ორიენტირება საჭიროებისამებრ, და ა.შ.;
- სახანძრო უსაფრთხოებაზე კონტროლი: ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პერიოდული შემოწმება, ხანძრის პრევენციისათვის აუცილებელი პროცედურების ეფექტურ განხორციელებაზე მონიტორინგი;
- მატერიალურ ფასეულობათა დანაკარგებზე კონტროლი: იმ შესაბამისი პროცედურების განუხრელი განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ მატერიალური ფასეულობების დანაკარგების (ქურდობა, არასანქცირებული გატანა და ა.შ) რისკის მინიმიზაციას;
- სამსახურეობრივი ინფორმაციის დაცვა: ყველა იმ შესაბამისი პროცედურის განუხრელი განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამსახურეობრივი ინფორმაციის არასანქცირებული გაცემის რისკის მინიმიზაციას;
- კომპანიის რეპუტაციის დაცვა: სერვისის განხორციელება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს კომპანიის რეპუტაციის დაცვას;
- საგანგებო სიატუაციებზე რეაგირება: ობიექტზე არსებული პერსონალის კონტროლი, ევაკუაციის განხორციელება, პერსონალის სწორი ორიენტირება, სამაშველო ბრიგადების მუშაობის ხელშეწყობა და ა.შ.;
- უსაფრთხოების (OSH) პოლიტიკის განუხრელი დაცვა: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
სამუშაო პირობები
- რპო რეზერვი არ წარმოადგენს მუდმივ შტატს. რეზერვად მუშაობა გულისხმობს სამსახურში გამოცხადებას გამოძახებით, ცვლაში თანამშრომლების ნაკლებობის შესავსებად;
- ანაზღაურება ხდება ფიქსირებულს + საათობრივი პრინციპით;
- სტანდარტული სამუშაო გრაფიკია: 4 ცვლიანი რეჟიმი, 12 საათიან ცვლებში დღისით და ღამით, რეზერვი კი ცვლის სტანდარტული გრაფიკით მომუშავე პერსონალს სამსახურში არყოფნის დროს;
- სამუშაო ადგილი: SOCAR MIDSTREAM OPERATIONS LIMITED-ის სათაო ოფისი თბილისში, იალბუზის ქუჩა N24;
- თანამშრომელი ისარგებლებს ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტუნარიანი საოჯახო პაკეტით;
- თანამშრომლის ტრანსპორტირებას (ქ. რუსთავიდან) უზრუნველყოფს კომპანია;
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თანამშრომელი ვალდებულია ატაროს სპეციალური უნიფორმა;
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით.
მინიმალური ასაკი: 16 წელი
რისკების პრევენციის ოფიცრის საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვები:
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად რეზერვი რპო არ შეიძლება იყოს:
- განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი;
- ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, დაცვითი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქრონიკული სნეულება ხელს არ უშლის აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას);
- პირი რომელიც სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეული აქვს დაცვითი საქმიანობის სფეროში დასაქმების უფლება და სხვა.
დასაქმებულის უფლებები:
შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. ტოლფასი სამუშაოს შემთხვევაში როგორც ქალი, ასევე მამაკაცი თანამშრომელი უზრუნველყოფილია თანაბარი ოდენობის ანაზღაურებით . თანამშრომელი თავისუფალია შექმნას დასაქმებულთა გაერთიანება ან გაწევრიანდეს მსგავსს გაერთიანებებში. მოითხოვოს დამსაქმებელთან კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების პროცესის ორგანიზება.
დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე vacancy@veziri.net
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21/11/2022