ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა სახანძრო უსაფრთხოებაა. განსაკუთრებით კი ისეთ ობიექტებზე, რომლებიც ძვირადღირებული ინვენტარით არის აღჭურვილი. გამართული ხანძარქრობის სისტემა უზრუნველყოფს ხანძრის შემთხვევაში თქვენი თანამშრომლებისა და ინვენტარის სრულ უსაფრთხოებას.
❓ ვისთვის არის ვებინარი?
📣 ვებინარი განკუთვნილია რესტორნის, სასტუმროსა და სწრაფი კვების ობიექტების მფლობელებისთვის, რომელთაც შენობაში კომერციული დანიშნულების სამზარეულო აქვთ .
❓ რატომ უნდა დაესწროთ ვებინარს?
🧯 სამზარეულოს ავტომატური ხანძარქრობის სისტემა თქვენი თანამშრომლებისა და ინვენტარის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა. გარდა ამისა კომერციული ფართებისთვის კანონით სავალდებულოა ხანძარქრობის ავტომატური სისტემა.
საქართველოს კანონმდებლობის 904 ქვეთავის.2.1 დადგენილებით, კომერციული დანიშნულების სამზარეულოების გამწოვი მოწყობილობა და არხების სისტემა დაცული უნდა იყოს შესაბამისი ავტომატური ცეცხლსაქრობი სისტემით, რომელიც უნდა მოეწყოს
წესების შესაბამისად.
ვებინარზე კი გაიგებთ სწორედ იმ საჭირო და უახლეს ინფორმაციას, რაც სამზარეულოს ხანძრის თავიდან არიდებასა და კანონის დაცვაში დაგეხმარებათ.
❓ ვინ ატარებს ვებინარს?
🤵 ვებინარს ჩაატარებს “ვეზირის” გუნდის გამორჩეული წევრი დავით მეშველიშვილი, სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტი, რომელსაც 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. მას უმუშავია ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა Evolution Gaming, საქართველოს რკინიგზა, სხვადასხვა სასტუმროები, თბილისისა და ქუთაისის ეროვნული არქივის შენობებისა და საცავების ხანძრის ქრობის სისტემები და ა.შ. დღეს ის “ვეზირის” ტექნიკური პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს აკონტროლებს და მაღალი საერთაშორისო სტანდარტით მუშაობას უზრუნველყოფს.
📅 თარიღი: 24 ნოემბერი
🕛 დრო: 12:00
🔗 ვებინარზე რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე და შეავსეთ ფორმა: