სახანძრო უსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. უნდა გვახსოვდეს, რომ საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება.

ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა არის როგორც პირადი უსაფრთხოების, ასევე ქონების შენარჩუნების მნიშვნელოვანი ასპექტი. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ხანძრებთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში.

კომპანია ვეზირი მომხარებლებს უსაფრთხოების სისტემებს სთავაზობს. ვეზირის ისტორია 1996 წლიდან იწყება და ამ წლების განმავლობაში კომპანიამ უამრავი პროექტი განახორციელა.

ვეზირის გუნდს შეუძლია ნებისმიერი სირთულის პრობლემის მოგვარება, როდესაც საქმე სახანძრო უსაფრთხოებას ეხება.

უფრო ახლოდან გავეცნოთ, თუ რას სთავაზობს ვეზირი სახანძრო უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ მომხმარებლებს.

სახანძრო უსაფრთხოება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. შესაბამისად, ვეზირიც მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

ერთი ვარიანტია ისეთი სისტემის მონტაჟი, რომელიც ხანძარს ავტომატურ რეჟიმში აღმოაჩენს და ხმოვანი შეტყობინების საშუალებით მოხდება ადამიანების გაფრთხილება.

რა თქმა უნდა, მთელ რიგ  მომხმარებლებს მარტო ხანძრის აღმოჩენის სისტემა არ აკმაყოფილებთ. კომპანიას ასევე შეუძლია ავტომატური ქრობის მექანიზმების მონტაჟი. კონკრეტული სისტემის არჩევა ხდება დაწესებულების საჭიროებების მიხედვით.

უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია ვეზირი თავის მომხმარებელს ზემოთ აღნიშნული სისტემების ინტეგრირებულ მოდელებსაც სთავაზობს.

ინტეგრაციის პროცესში რამდენიმე სისტემის ერთიან სისტემაში ჩართვა ხდება, რაც მოიცავს ცენტრალიზებულ მართვას, ეფექტურ მონიტორინგს, რისკების და საფრთხეების სწრაფ იდენტიფიცირებას და ინციდენტის მიზეზის დროულ დადგენას. შესაბამისად, მცირდება რეაგირებისთვის საჭირო დრო.

კომპანია ვეზირი და მის მიერ განხორციელებული პროექტები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანიას არა ერთი პროექტი აქვს განხორციელებული. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო გალერია თბილისი.

პროექტის ფარგლებში, კომპანიის მიერ მოხდა აუდიო გახმოვანებისა და ხმოვანი ევაკუაციის სისტემის მონტაჟი. კომპანია მხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟით არ შემოიფარგლება.

ვეზირი არა ერთ სხვა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს. მაგალითად, გალერია თბილისში კომპანიის მიერ დაყენებულ იქნა შემდეგი სისტემები: ვიდეომეთვალყურეობის, დაშვების კონტროლისა და შეღწევის საწინააღმდეგო სისტემები. ასევე, ვიზიტორების დათვლისა და მათი გადაადგილების ანალიტიკური სისტემა.

სახანძრო უსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა

ახლა, უნდა შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხს. ეს საკითხი არის სახანძრო უსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა.

უპირველეს ყოვლისა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მთვარი დანიშნულება სიცოცხლის გადარჩენაა. ხანძარი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და ადეკვატური ხანძარსაწინააღმდეგო ზომების გარეშე, სიტუაცია შეიძლება სწრაფად გამწვავდეს და საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს.

სათანადო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების დაყენებით შესაძლებელია რისკ ფაქტორების სერიოზული შემცირება.

ადრეულმა გამოვლენამ და სწრაფმა ევაკუაციამ შეიძლება არა ერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხანძარს შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქონებას, მათ შორის სახლებს, სამრეწველო ობიექტებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ხანძრის შემდეგ  დაზიანებული შენობის შეკეთების ღირებულება შეიძლება იყოს ასტრონომიული, რომ აღარაფერი ვთქვათ ღირებული აქტივების დაკარგვაზე, როგორიცაა დოკუმენტები, მანქანები და ინვენტარი.

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები ხელს უწყობენ ხანძრის გაჩენის ან გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანაში. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებს, როგორიცაა სპრინკლერები ან ცეცხლმაქრები, შეუძლიათ ცეცხლის შეკავება, რაც ამცირებს ზარალის ოდენობას.

ხანძარს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა. შენობებისა და აქტივების დაზიანების უშუალო ხარჯების გარდა, გრძელვადიანი ფინანსური შედეგები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. ხანძარმა შეიძლება მიწოდების ჯაჭვის შეფერხება გამოიწვიოს.

ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებში ინვესტიციების ჩადებით, კომპანიებს შეუძლიათ აირიდონ უზარმაზარი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ხანძრის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან.

კარგად დაგეგმილი ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა უზრუნველყოფს ბიზნესის მომზადებას საგანგებო სიტუაციებისთვის და შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას.

ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა უსაფრთხოების, რისკების მართვისა და კატასტროფებისთვის მზადყოფნის ფუნდამენტური კომპონენტია. მკაცრი ზომების მიღებით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ სიცოცხლე, დავიცვათ საკუთრება და შევამციროთ გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

ყველა ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მონტაჟი და ამ სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.

კომპანია ვეზირი მზად არის ნებისმიერი სირთულის სისტემის მონტაჟი უზრუნველყოს. ამასთანავე, კომპანიის თანამშრომლები სახანძრო სისტემების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფენ.