თანამედროვე სამყაროში უსაფრთხოება ნებისმიერი სახის ობიექტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უსაფრთხოების სისტემები საშუალებას გვაძლევს, შევზღუდოთ არაავტორიზებული დაშვება და გავაკონტროლოთ გარემო ვიდეომეთვალყურეობის მეშვეობით. ამ სტატიაში განვიხილავთ ძირითად უსაფრთხოების სისტემებს და მათ ფუნქციებს.

შეღწევის საწინააღმდეგო სისტემები

შეღწევის საწინააღმდეგო სისტემები განკუთვნილია შენობის ან ტერიტორიის დასაცავად, რათა არ მოხდეს არაუფლებამოსილი პირის ტერიტორიაზე შეღწევა. ეს სისტემები მოიცავს სენსორებს, რომლებიც რეაგირებენ მოძრაობაზე და ასე შემდეგ.

კომპანია ვეზირი თავის მომხმარებლებს სთავაზობს, როგორც შენობის შიდა, ისე გარე პერიმეტრზე შეღწევის საწინააღმდეგო სისტემებს.

აღსანიშნანავია, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ვირტუალური ღობის სისტემით.

ასევე, კლიენტებს შეუძლიათ შეუკვეთონ მოძრაობისა და მსხვრევის აღმოჩენის სისტემები.

კომპანია ვეზირი მომხმარებლებს შეღწევის საწინააღმდეგო სხვა სისტემებსაც სთავაზობს, იქნება ეს სხივური დეტექციის სისტემა თუ სეისმო დეტექციის სისტემა. ვეზირის მომხმარებლებს ფართო არჩევანი გააჩნიათ. მათ შეუძლიათ, როგორც ერთი კონკრეტული სისტემის შერჩევა, ისე
ინტეგრირებული სისტემის შექმნა.

ვეზირს მიერ განხორციელებული პროექტების სია შთამბეჭდავია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს მთელი ქვეყნის მაშტაბით აწარმოებს.

ვეზირის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია გალერია თბილისი.

რამდენიმე წლის კომპანიამ მოახდინა დაშვების კონტროლის და შეღწევის საწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი. ასევე, ვეზირის მიერ განხორციელდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაყენება.

შეზღუდული დაშვების სისტემა

ეს სისტემა იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს დაშვების კონტროლი კონკრეტულ სივრცეში.
მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ამა თუ იმ შეზღდული დაშვების სისტემის შესაძლებლობებს.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბარათე დაშვების და აღრიცხვის სისტემაა, რომელიც მოითხოვს ორ წამკითხველს – შესვლის და გასვლის აღმრიცხველებს.

არ დაგვავიწყდეს, რომ დაშვების ბიომეტრული სისტემები გამოირჩევიან განსაკუთრებული ეფექტურობით, როდესაც საქმე პიროვნების ამოცნობას ეხება. ეს ტექნოლოგია იყენებს თითის ანაბეჭდის, სახის მოყვანილობის ან თვალის გუგის გარსის სკანირებას.

ასეთი სისტემების მონტაჟი მნიშვნელოვანია ბევრი დაწესებულების შემთხვევაში. მხედველობაში გვაქვს დაწესებულებები სადაც კონფიდენციალურობის ან უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეზღუდული დაშვების სისტემების როლი ყოველდღიურად იზრდება, რაც გასაკვირი სრულებითად არ არის. მათი გამოყენება ბევრგან შეიძლება.

მაგალითად, ავიღოთ საცხოვრებელი კორპუსი. მაცხოვრებლებს შეუძლიათ დააყენონ დომოფონის სისტემა და მინიმუმამდე დაიყვანონ კორპუსში უცხო პირების შეღწევის რისკი.

კორპუსის მობინადრეებს ასევე შეუძლიათ დააყენონ, როგორც ავტომატიზებული პარკირების, ისე ნომრის ამოცნობის სისტემები.

ვეზირი მომხმარებლებს არა ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას სთავაზობს. მაგალითად, Honeywell, UTC Fire & Security და Salto Systems.
ეს ბრენდები მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ, რომლებიც მაქსიმალურად ადაპტირებულია მომხმარებლის საჭიროებებთან და თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებთან.

ვეზირმა არა ერთი მსგავსი პროექტი განახორციელა ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, კომპანიამ სასტუმრო Alliance Privilege-ში მოახდინა ბრენდ Salto-ს სასტუმროს დაშვების კონტროლის სისტემის მონტაჟი.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემა

ვიდეომეთვალყურეობის სისტემების გამოყენება სხვადასხვა ორგანიზაციებმა დიდი ხნის წინ დაიწყეს. მომხმარებლებს კომპანია ვეზირი ასეთი სისტემების ფართო არჩევანს სთავაზობს.

მომავალ კლიენტებს შეუძლიათ შეარჩიონ ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, მათი ბიუჯეტისა თუ სხვა მოთხოვნების მიხედვით. მწარმოებლების სია, კი მართლაც შთამბეჭდავია AXIS, Honeywell, Siqura, Hanwha Bosch და Uniview.

თანამედროვე კამერები აღჭურვილია მაღალი რეზოლუციის გამოსახულებით, ღამის ხედვის ფუნქციებით და ხელოვნური ინტელექტის ანალიტიკური შესაძლებლობებით.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემა ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: პროგრამული და აპარატურული ნაწილი. აპარატურა მოიცავს ვიდეო კამერებს, ობიექტივს, მონიტორს, ვიდეორეგისტრატორს ან ვიდეოსერვერს.

ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოქნილი სტრუქტურის წყალობით მისი ადაპტირება შესაძლებელია თითოეული შენობის ან ობიექტის სპეციფიკაციებთან, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ კონტროლსა და უსაფრთხოებას.

ელექტრონული საკეტების სისტემა და ტურისტული ინდუსტრია

ელექტრონული საკეტები შესანიშნავი არჩევანია სასტუმროების შემთხვევაში.

ვეზირის მიერ შემოთავაზებული სისტემა მოიცავს კარის საკეტებს და კოდირების მოწყობილობას გამღები ბარათისთვის. ასევე, ბარათ-გასაღებს და სისტემის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული საკეტის მეხსიერება დიდი რაოდენობის ინფორმაციის შენახვის საშუალებას იძლევა.

კომპანიას ელექტრონული საკეტების მიმართულებით დიდი გამოცდილება დაუგროვდა. 2022 წელს ვეზირმა სასტუმრო King Tamar-ის დაკვეთით ელექტრონული საკეტების მონტაჟი განახორციელა.

და ბოლოს, უსაფრთხოების სისტემები მნიშვნელოვნად ამარტივებენ კომერციული და საცხოვრებელი ობიექტების დაცვას. შეღწევის საწინააღმდეგო, ვიდეომეთვალყურეობისა და ელექტრონული საკეტების სისტემები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ უსაფრთხოებას და კომფორტს.