ელექტრო საკეტების ან შეზღუდული დაშვების სისტემების შეძენა გსურთ და არ იცით რა განსხვავებაა სხვადასხვა სისტემებს შორის?

არ იდარდოთ! კომპანია ვეზირი დაგეხმარებათ როგორც შეზღუდული დაშვების სისტემის, ისე ელექტრო საკეტების შერჩევაში.

ვეზირი ასევე უზრუნველყოფს არჩეული სისტემის მონტაჟს და მის გამართულ ფუნქციონერებას.

და თუ რატომ არის ასეთი სისტემების მონტაჟი აუცილებელი, ამ სტატიიდან შეიტყობთ.

ელექტრო საკეტები და შეზღუდული დაშვების სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე სამყაროში. მათი მთავარი ფუნქცია არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც მცირე, ისე მსხვილი კომპანიებისთვის.

შეზღუდული დაშვების სისტემები საშუალებას აძლევს კომპანიებს, დაარეგულირონ, ამა თუ იმ პირის დაშვების საკითხი კონკრეტულ სივრცეში. ასეთი სისტემები მთელი რიგი პრობლემების გადაჭრას უზრუნველყოფენ.

მაგალითად, ფინანსურ და იურიდიულ კომპანიებში, სადაც სენსიტიური ინფორმაცია ინახება, შეზღუდული დაშვება მნიშვნელოვნად ამცირებს მონაცემთა გაჟონვის რისკს.

ასეთ თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებს შეუძლიათ ესა თუ ის სივრცე მიუწვდომელი გახადონ არაავტორიზებული პირისთვის.

მათი დამონტაჟება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი არ გახლავთ, ასეთი სისტემების არსებობა დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზეც, განსაკუთრებით პოტენციური პარტნიორების თვალში.

ელექტრო საკეტები და შეზღუდული დაშვების სისტემები თანამედროვე უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტებია, რომლებიც გამოიყენება როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული და სამრეწველო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ სისტემების მიზანია მხოლოდ ავტორიზებული პირების დაშვება ამა თუ იმ სივრცეში და მათი გაკონტროლება.

შეზღუდული დაშვების სისტემების გამოყენებით შესაძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ტერიტორიაზე და კონკრეტულად თუ სად იმყოფებეიან ეს პირები.

გარდა ამისა, სისტემა თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის საშუალებასაც იძლევა, ეს ფუნქციაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ვეზირი შეზღუდული დაშვების სისტემების ფართო არჩევანით გამოირჩევა.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია საბარათე დაშვების და აღრიცხვის სისტემა, რომელიც მოიცავს ორ წამკითხველს – შესვლის და გასვლის.

დაშვების ბიომეტრიული სისტემის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია. კლიენტებს საშუალება აქვთ მათზე მორგებული სისტემა შეარჩიონ. ამ ყველაფერში კი ვეზირის გამოცდილი თანამშრომლები დაეხმარებიან.
მაგალითად, კლიენტებს შეუძლიათ არჩევანი შეაჩერონ სახის ამომცნობ სისტემაზე.

ვეზირი მომხმარებლებს ასევე სთავაზობს თითის ანაბეჭდებზე დაფუძნებულ ვარიანტს. ასევე არსებობს თვალის გუგის გარსის სკანირების ვარიანტიც.

ეს სისტემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დაწესებულებებში, სადაც კონფიდენციალურობის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

დაშვების შემზღუდავი სხვადასხვა საშუალებები მოიცავს დომოფონებს (მათ შორის ციფრულ ვიდეო კამერებს ღამის ხედვით), სენსორულ და აუდიო დომოფონებს, ელექტრომაგნიტურ საკეტებს, ავტომატიზებულ პარკირებისა და ნომრის ამოცნობის სისტემებს და ასე შემდეგ.

რა უნდა ვიცოდეთ ელექტრო საკეტების შესახებ?

ელექტრო საკეტები უფრო მოქნილი და ადვილად სამართავია, ვიდრე ტრადიციული საკეტები. მათი მართვა შესაძლებელია დისტანციურად, რაც ამარტივებს ავტორიზაციას საგანგებო სიტუაციებში.

ისინი იყენებენ სხვადასხვა ტიპის მართვის სისტემებს, როგორიცაა:

კოდირებული საკეტები: მომხმარებელმა სივრცეში შესასვლელად უნდა შეიყვანოს კოდი.

ბიომეტრიული საკეტები: ასეთი საკატები იყენებენ პიროვნების ბიომეტრიულ მონაცემებს, მაგალითად, თითის ანაბეჭდებს, თვალის ირისის ან სახის ანალიზს.

RFID (Radio Frequency Identification): ეს სისტემა იყენებს სპეციალურ ბარათებს ან ჩიპებს.

Bluetooth და Wi-Fi საკეტები: მუშაობენ ტელეფონებზე ან სხვა მოწყობილობებზე მეშვეობით, რომლებიც უკავშირდებიან საკეტებს.

სად შეიძლება ელექტრო საკეტების და შეზღუდული დაშვების სისტემების გამოყენება?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელექტრო საკეტები და შეზღუდული დაშვების სისტემები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ უსაფრთხოებას.

თანამედროვე ტექნოლოგიები დაცულ სივრცეში სწრაფად და მარტივად შესვლის საშუალებას იძლევიან.

გამოყენების სფეროები:

ოფისები: შესვლის კონტროლი თანამშრომლებისთვის, ვიზიტორებისთვის, სპეციალური ზონებისთვის.

სასტუმროები: ოთახის საკეტები, რომელშიც გამოყენებულია RFID ტექნოლოგია, კოდის დამახსოვრების გარეშე.

ჯანდაცვის დაწესებულებები: საავადმყოფოები, ლაბორატორიები, სადაც საჭიროა დაშვების კონტროლი.

რიტეილი: უსაფრთხოებისა და ქურდობის პრევენცია, შესვლის შეზღუდვა და კონტროლი.

ვეზირი თავის მომხმარბლებს ელექტრო საკეტების და შეზღუდული დაშვების სისტემების ფართო არჩევანს სთავაზობს. ელექტრო საკეტებში და შეზღუდული დაშვების სისტემებში ინვესტირება სწორი გადაწყვეტილებაა.

ამ კომპანიას ბევრი პროექტები აქვს განხორციელებული ქვეყნის გარშემო. გამოცდილი მენეჯმენტის თაოსნობით კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების სია წლიდან წლამდე იზრდება.

ვეზირი ბევრ მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობს. მარტო თიბისი ბანკის ხსენება რად ღირს.

თიბისის ახალ სათავო ოფისში, ვეზირის მიერ განხორციელდება არა ერთი სისტემის მონტაჟი, მათ შორის შეზღუდული დაშვების ელექტრონული სისტემისაც.