თანამედროვე ციფრულ ეპოქაში კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან სხვადასხვა კიბერუსაფრთხოების გამოწვევებს. კიბერშეტევებმა შეიძლება გამოიწვიონ ფინანსური ზარალი და სხვა პრობლემები.
შესაბამისად, კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. კომპანია ვეზირის გუნდს კარგად ესმის თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ვეზირი თავის მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. სანამ სერვისების განხილვას შევუდგებით, კიბერშეტევების რამდენიმე ტიპს უფრო ახლოდან გავეცნოთ.
კიბერშეტევების ტიპები
-
ფიშინგი (Phishing)
ფიშინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია, რომლის დროსაც ჰაკერები ცდილობენ მოტყუებით მიიღონ მომხმარებლის სენსიტიური ინფორმაცია (პაროლები, საკრედიტო ბარათის მონაცემები და ა.შ.).
-
მავნე პროგრამები (Malware)
მავნე პროგრამები, როგორიცაა ვირუსები და ტროიანები იჭრებიან კომპანიის IT ინფრასტრუქტურაში იპარავენ მონაცემებს და ასე შემდეგ.
-
DDoS შეტევები (Distributed Denial of Service)
DDoS შეტევები გულისხმობს კომპანიის სერვისებზე დიდი რაოდენობით მოთხოვნების გაგზავნას, რაც იწვევს სერვერის გადატვირთვას და მუშაობის შეფერხებას.
ბევრი სხვა ტიპის კიბერშეტევაც არსებობს, მაგრამ ამ სამის ხსენებაც საკმარისია არსებული გამოწვევების წარმოსაჩენად.
კიბერუსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კომპანიებისთვის კიბერუსაფრთხოების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:
მონაცემთა დაცვა
ბიზნესი იყენებს მომხმარებელთა მონაცემებს, ფინანსურ ინფორმაციასა და შიდა დოკუმენტაციას. შესაბამისად, მონაცემთა გაჟონვამ შეიძლება კომპანიას დიდ ზარალი მიაყენოს.
რეპუტაციის დაცვა
კიბერშეტევა არა მხოლოდ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიას, არამედ აზიანებს მის რეპუტაციასაც. მომხმარებლები ნაკლებად ენდობიან იმ ბრენდს, რომლის უსაფრთხოებაც ეჭვს იწვევს.
მუდმივი ოპერაციული უწყვეტობა
კიბერთავდასხმამ შეიძლება შეაფერხოს კომპანიის ყოველდღიური ოპერაციები და გამოიწვიოს სამუშაო პროცესების შეჩერება, რაც სერიოზულ ფინანსურ ზარალს იწვევს.
რისგან შედგება კიბერუსაფრთხოება?
მოკლედ მიმოვიხილოთ თუ რისგან შედგება კიბერუსაფრთხოება.
- უსაფრთხოების ანალიზი – სისტემის სუსტი წერტილების აღმოჩენა და გაძლიერება.
- ქსელის უსაფრთხოება – კორპორატიული ქსელის დაცვა გარე და შიდა საფრთხეებისგან.
- მონაცემთა დაცვა – კონფიდენციალური მონაცემების კლასიფიკაცია, დაშიფვრა და შენიღბვა.
- აპლიკაციების უსაფრთხოება – პროგრამული უზრუნველყოფის სანდოობის შემოწმება და დაცვა.
- შეღწევადობის ტესტირება – კიბერშეტევების სიმულაცია უსაფრთხოების ხარვეზების იდენტიფიცირებისთვის.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვეზირი მომხმარებლებს IT უსაფრთხოების სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს.
IPS (Intrusion Prevention Systems)
ეს ტექნოლოგია ქსელს იცავს დანაშაულებრივი კიბერშეტევებისგან, აქტიურად ეძებს და ბლოკავს გარე საფრთხეებს. მისი წყალობით ჰაკერები ვერ აღწევენ დაუცველ ქსელურ მოწყობილობებამდე.
NG Firewall
მარტივად რომ ავხსნათ, NG Firewall უზრუნველყოფს ბრაუზერზე დაფუძნებულ, საპასუხო და ინტუიციურ ინტერფეისს.
ეს სისტემა უზრუნველყოფს:
- კორპორატიული ქსელის მონიტორინგსა და ფილტრაციას
- დაცვას მავნე პროგრამებისგან
- ასრულებს ანტივურისის ფუნქიას
- უზრუნველყოფს VPN კავშირს
Security Web Gateway
ეგრეთ წოდებული უსაფრთხო ვებ-კარიბჭე იცავს ორგანიზაციის შიდა ქსელს დაუცველი ტრაფიკისგან. სისტემა ამოიცნობს მავნე კოდებს და იღებს ზომებს. ამ სისტემის წყალობით შესაძლებელია ინფორმაციის შენახვა ე.წ. ღრუბელში ნაცვლად მონაცენთა ცენტრისა, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა.
Secure Email Gateway
გსმენიათ Secure Email Gateway-ის შესახებ?
ზემოთ აღნიშნული სისტემა ელექტრონული ფოსტის სერვერს წარმოადგენს.
მისი გავლით ხდება შემავალი და გამავალი წერილების მიმოცვლა. ამ სისტემის გამოყენებით ხდება ელექტრონული ფოსტის მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა ანალიზის საფუძველზე უზრუნველყოფს არასასურველი წერილის დაბლოკვას და სასურველი წერილების მიღებას.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალს ხაზი უნდა გავუსვათ. Secure Email Gateway ფუნქციონირებს, როგორც ღრუბლოვანი სერვისი ან როგორც შიდა მოწყობილობა, მოთხოვნის შესაბამისად.
ვეზირი მარტო ზემოთ აღნიშნულ სისტემებით არ შემოიფარგლება. კლიენტებმა ასევე შეუძლიათ ისარგებლონ Web Application Firewall-ით.
Web Application Firewall ეს არის ეგრეთ წოდებული მარიონეტული სერვერი. ის შუამავლის როლს ასრულებს. ამ სისტემის დახმარებით შესაძლებელია განსაკუთრებით ღირებული მონაცემების დაცვა.
Web Application Firewall იცავს მონაცემებს და აპლიკაციებს სხვადასხვა არასასურველი პროგრამებისგან. ეს სისტემა სხვადასხვა სახით არსებობს. მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფის ან მოწყობილობის სახით.
ამ სტატიის დასრულება DDoS-ისგან მომავალი რისკის გაანალიზების გარეშე მართებული არ იქნება.
DDoS-attacks protection systems
ამ ტიპის კიბერშეტევა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ბევრი კომპანიისთვის. თუ რატომ? მალე შეიტყობთ!
ასეთ შეტევას შეუძლია მცირე დროში ამოწუროს „მსხვერპლის“ გამოთვლითი და საკომუნიკაციო რესურსები. რითი დამთავრდება ეს ყველაფერი?
ამ ტიპის შეტევა გამოიწვევს სერვისის გათიშვას მომხმარებლებისათვის. ვეზირის გუნდი ამ პრობლემის გადაჭრის გზას სთავაზობს კომპანიის მომხმარებლებს.
ვეზირი დაგეხმარებათ მსგავსი ტიპისი ტიპის შეტევებთან დაკავშირებული რისკის მინიმუმამდე დაყვანაში.
კლიენტებს საშუალება აქვთ შეარჩიონ მოწინავე სისტემები.
კოპანია Impreva და F5-ის DDoS-attacks protection-ის სისტემების დახმარებით შესაძლებელია DDoS კიბერშეტევებთან გამკლავება.
კიბერუსაფრთხოება კრიტიკულია ყველა ორგანიზაციისთვის, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იყენებენ ციფრულ ინფრასტრუქტურას.
კიბერშეტევებისგან დასაცავად აუცილებელია ძლიერი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება.
კომპანია ვეზირს ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. მომხმარებლებს მათთვის სასურველი სისტემის ან სისტემების შერჩევაში კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები დაეხმარებიან.