კვების ინდუსტრიაში, კერძოდ პროფესიულ სამზარეულოებში, ხანძრის მთავარი რისკფაქტორია ცხელი ზეთი და მაღალი ტემპერატურა. სწორედ ამ საფრთხეების პრევენციის მიზნით, კომპანია ვეზირმა კომერციული სამზარეულოს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები დანერგა ამერიკული რესტორნების ქსელ Wendy’s-ის ფილიალებში – სითი მოლში, ბათუმის გრანდ მოლსა და ვარკეთილში.
დაინსტალირებული სისტემა წარმოადგენს ევროპული ბრენდის, Rotarex-ის პროდუქციას, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ეფექტური გადაწყვეტა ხანძარქრობისთვის. Triplestar-სისტემა სპეციალურად შექმნილია პროფესიული სამზარეულოების დასაცავად – ის ავტომატურად ამოიცნობს ხანძარს მისი წარმოშობის ადგილას და ახდენს სწრაფ ქრობის პროცესს ენერგომომარაგების გარეშე.
Rotarex-ის ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მსოფლიოს მასშტაბით და სრულად შეესაბამება ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებს.