ვეზირისა და Honeywell-ის პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი არის დეველოპერული კომპანია RED-CO-ს მიერ აშენებულ ობიექტზე – სამორინე Empire-ში – განხორციელებული უსაფრთხოების პროექტი.

პროექტის ფარგლებში, ვეზირმა უზრუნველყო უსაფრთხოების მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, Honeywell-ის ვიდეომეთვალყურეობის სისტემებზე დაყრდნობით. შესრულებული სამუშაო მოიცავდა:

  • CCTV ვიდეოსათვალთვალო სისტემის სრულ მონტაჟსა და კონფიგურაციას, რაც უზრუნველყოფს დეტალურ ვიზუალურ კონტროლს ობიექტის ყველა ზონაზე;
  • უსაფრთხოების მონიტორინგის ოთახის მოწყობას, რომელიც ინტეგრირებულია ყველა საკონტროლო წერტილთან და ოპერატორს საშუალებას აძლევს რეალურ დროში მართოს ვიდეოდინება და რეაგირების პროცესები;
  • ვიდეო კედლის შექმნას, რომელიც ოპტიმიზირებულია ინფორმაციის სწრაფად აღსაქმელად და ეფექტური მონიტორინგისთვის.

Honeywell-ისა და ვეზირის წარმატებულმა თანამშრომლობის შედეგად სამორინე Empire-ის უსაფრთხოების სისტემა პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია სწრაფი რეაგირების, კონტროლისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებით.